 | ავტორი: კატინე ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2009 |
ხმაურიანი და ბობოქარი, უფერ-უსუნო და უსხეულო, სულს ჩამისახლდა რაღაც ბოროტი, რაღაც კეთილი,თანაც მღიმარი, ჩვეულებრივი და უჩვეულო. სიზმრად ვიხილე ზღვა ცოფებს ყრიდა, ქარის ღრიალი გაისმოდა ზვირთად ავარდნილ ტალღების მთიდან, თეთრი ხომალდი შველას ითხოვდა, მხოლოდ და მხოლოდ მაღლიდან,ციდან. ძილით უმწეო და უსუსური ვხედავ,გათენდა, ჩემთან მოჭენდა ღრუბელი ლურჯა, ხელს დამიყარა მათხოვრის ხურდა და მომაძახა: ხურდა აიღე და უმასპინძლე, შენ მუზის ტყვე ხარ დღეიდან მუდამ... და იმ დღის მერე მონა ვარ მისი, და იმ დღის მერე ჩემზე ბატონობს. ხან მხევალი ვარ უთვისტომო,ღარიბი მისთვის, ხან უმდიდრესი ქალბატონი ჩემში გვარტომობს. თუ სურვილი აქვს,ჯიხვთა ჭიუხს არწივად მაფრენს, თუ მოინდომა,ქორის ნაძიძგნ წიწილად მაქცევს, ხან სიტყვათწყობის ზვინებს დამიდგამს, ხან თეთრი ფურცლის ტთოკებით მახრჩობს, ხან სხივთა ფერებს თმაში ჩამიწნავს, მაღრიბთა ქვეყნის პრინცზე მათხოვებს, ხან პითონს ჩემთან მოასრიალებს და მარტოდმარტო მასთან დამტოვებს. ხან მაძღარი ვარ და ხან -მშიერი. ხან ღარიბი და ხან უმდიდრესი, ხან უსუსური,მიუსაფარი , ხან ხოხობი და ხან ბაზიერი, ხან ანგელოზი სიმაღლის ზეცის, ხან მიწიერის ვარ ნაშიერი, ხან მიწისქვეშეთს კარებს გავაღებ, სინათლით ბნელეთს გავაჩირაღდნებ, ხან ტყუილ-მართლის ვარ მოსამართლე, ხან სიყვარულის მებაირაღე, ხან ვეზირი ვარ და ხან -სულთანი, ხან უკურნებელ სენთა მკურნალი, როდესაც წუთით მტოვებს უფალი, ლექსია ჩემი ჭირისუფალი. და იმ დღის მერე მონა ვარ მისი, და იმ დღის მერე ჩემზე ბატონობს, ხან მხევალი ვარ უთვისტომო,ღარიბი მისთვის, ხან უმდიდრესი ქალბატონი ჩემში გვარტომობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. 12 წლის ასაკში 12 წლის ასაკში
21. რა ასაკში დაწერე ეს? რა ასაკში დაწერე ეს?
20. სუსტია კატინე,თანაც არეული:))) სუსტია კატინე,თანაც არეული:)))
19. ვაააააააააააა ვაააააააააააა
15. მეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეც მიყვარახრ მაააააააააკ:* უამრავი კოცნა შენ მეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეც მიყვარახრ მაააააააააკ:* უამრავი კოცნა შენ
14. კატო, შე პატრიოტო, მიყვარხარ კატო, შე პატრიოტო, მიყვარხარ
13. "ლექსია ჩემი ჭირისუფალი"
აი სათაური,იცი რომ მთლიანი ამ ლექსის სათქმელს ამბობს?! :)
მაგრამ არის ლექსში იმდენი ფერები,რომ ის უკეთეს ლექსად აქციო...წარმატებები...:)
"ლექსია ჩემი ჭირისუფალი"
აი სათაური,იცი რომ მთლიანი ამ ლექსის სათქმელს ამბობს?! :)
მაგრამ არის ლექსში იმდენი ფერები,რომ ის უკეთეს ლექსად აქციო...წარმატებები...:)
12. ვაიიი:)))))))))))))))))))))))=)))(ამოვიოხრე და ისე დავწერე) მე მიყვარს ეს ლექსი და ისე სხვათაშორის 12 წლის რომ ვიყავი მაშინ დავწერე;) მგონი უნიჭო არ ვიყავი ხო?:))) როდესაც წუთით მტოვებს უფალი, ლექსია ჩემი ჭირისუფალი:) დანარჩენი თქვენ შეაფასეთ ვაიიი:)))))))))))))))))))))))=)))(ამოვიოხრე და ისე დავწერე) მე მიყვარს ეს ლექსი და ისე სხვათაშორის 12 წლის რომ ვიყავი მაშინ დავწერე;) მგონი უნიჭო არ ვიყავი ხო?:))) როდესაც წუთით მტოვებს უფალი, ლექსია ჩემი ჭირისუფალი:) დანარჩენი თქვენ შეაფასეთ
10. ლექსი არ მომეწონა :) ლექსი არ მომეწონა :)
9. მაპატიე, მაგრამ ლექსს ვერ დავაქმევ ნამდვილად. სასტიკად არ მომეწონა მაპატიე, მაგრამ ლექსს ვერ დავაქმევ ნამდვილად. სასტიკად არ მომეწონა
8. ფოტოც და ლექსიც 5-5 ქულას იმსახურებენ:) ფოტოც და ლექსიც 5-5 ქულას იმსახურებენ:)
7. ხურდა აიღე და უმასპინძლე, შენ მუზის ტყვე ხარ დღეიდან მუდამ... შესანიშნავია, მაგრად მომეწონა ხურდა აიღე და უმასპინძლე, შენ მუზის ტყვე ხარ დღეიდან მუდამ... შესანიშნავია, მაგრად მომეწონა
6. ბოლო მომეწონა კატინე5 ბოლო მომეწონა კატინე5
5. მე უფრო მაინც კატინეს ფოტო მომწონს:)
მე უფრო მაინც კატინეს ფოტო მომწონს:)
4. ნამდვილად მომეწონა!
2-3 ადგილას კორექტურაა გაპარული: "ზან თეთრი ფურცლის ტთოკებით მახრჩობს," ----> ხან .... თოკებით...
"და მარტოდმარტო მასთან დამტოვებს." ------> მარტოდმარტოს
:) ნამდვილად მომეწონა!
2-3 ადგილას კორექტურაა გაპარული: "ზან თეთრი ფურცლის ტთოკებით მახრჩობს," ----> ხან .... თოკებით...
"და მარტოდმარტო მასთან დამტოვებს." ------> მარტოდმარტოს
:)
3. მომეწონა!!! მომეწონა!!!
2. სიზმრად ვიხილე ზღვა ცოფებს ყრიდა, ქარის ღრიალი გაისმოდა ზვირთად ავარდნილ ტალღების მთიდან, თეთრი ხომალდი შველას ითხოვდა,
უუუფ, ზღვაზე მომინდა წასვლა! მაქს. 2! სიზმრად ვიხილე ზღვა ცოფებს ყრიდა, ქარის ღრიალი გაისმოდა ზვირთად ავარდნილ ტალღების მთიდან, თეთრი ხომალდი შველას ითხოვდა,
უუუფ, ზღვაზე მომინდა წასვლა! მაქს. 2!
1. ლამაზი ხარ:)
ლამაზი ხარ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|