თავიდან ყველაფერი მარტივი ჩანს. შემდეგ აცნობიერებ, რომ შენ იყავი ერთი პატარა სპერმატოზოიდი, რომელმაც სხვებს დაასწრო. თავკომბალასავით დიდი თავით და გრძელი შოლტით. როგორც კლასის ალბომზე. ოღონდ უფრო პატარა. თეთრი, როგორც სახატავის პირველი ფურცელი. რამდენიმე წელი გავა და შენ გააცნობიერებ, რომ უკვე ბაღში დადიხარ. გეზიზღება ბაღი. დაძინება. და მშობლები. მშობლები ცდილობენ შენს დახმარებას, რეალურად მხოლოდ თავიანთ დასვენებაზე ფიქრობენ. ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა, მაგრამ ახლა ჩემზე არ ვსაუბრობთ. შემდეგ შეგიყვანენ სკოლაში. ბაღის შემდეგ სკოლა გაგრძნობინებს, რომ დიდი ხარ. გაგრძნობინებს იმას, რისი იმედიც გქონდა. შენ დიდი ხარ. სკოლაში გაიცნობ ბევრ ადამიანს. კარგს. ცუდს. ეს სამყარო საშინელი ადგილია. ყველაზე მოგებიანი სიკვდილი ბავშვობაშია. რადგან არ იცი სიცოცხლის არსი. არ იცი, რის გამო იხოცება ათასობით ადამიანი. არ იცი, რომ ადამიანებს,რომლებსაც ჰგონიათ თავისუფალი არიან,უბრალოდ ხანგრძლივ მონობაში არიან. არ იცი, როგორი სიძულვილია დალექილი ადამიანთა ორგანოებში. არ იცი, რომ ქვეყანა დღითი დღე შორდება იმ დემოკრატიას,რომლისთვისაც ვერასდროს მიგვიღწევია. შენ სუფთა ხარ. არ ერთვები სამყაროს პროექტში „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“. და შენ წყვეტ სქელ ჯაჭვს. შენ თავისუფლად მიდიხარ.ჩვენგან განსხვავებით. მაგრამ ჩემს ნაწერს თუ კითხულობ,ესე იგი,არსადაც არ წასულხარ. შენი ცხოვრება ტორნადოსავით ტრიალებს და ბევრ რაღაცას იგებ სიცოცხლის შესახებ. კითხულობ. ისმენ. კითხვებს სვამ. შემდეგ უნივერსიტეტია. ეს საშინელი ადგილია. არასდროს მესმის იმ ადამიანების,რომლებსაც სტუდენტობა ენატრებათ. ლეგენდის თანახმად, უნივერსიტეტშიც ბევრ საინტერესო და საჭირო ადამიანს გაიცნობ, მაგრამ ეს ჩემთვის თბილისის დაარსების ლეგენდასავითაა. საინტერესო განვითარება არცერთს არ აქვს. შემდეგ შეიძლება სიყვარულიც გეწვიოს. მუხლების კანკალი,მუცელში პეპლები,მოკლედ,ენდორფინების უდიდესი ტალღა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ,რომ მუცელში მოფართხალე პეპლები,მაინც სწორ ნაწლავს გაივლიან. უკვე იმ ასაკში შედიხარ, რომ შენში იწყება ბრძოლა, პატარაობასა და დიდობას შორის. ის მომენტია, როცა ვისკი, სექსი და ტოი-ბოქსი გინდა. შემდეგ გაიმარჯვებს პირველი ორი და უკანასკნელს, შვილებისთვის იყიდი. ცხოვრებაში დგება ის მომენტიც, როცა სიცარიელის შიში დაისადგურებს ირგვლივ. რა თქმა უნდა, სულიერი არა. მაცივარში არსებული სიცარიელე. რაღაც სამსახურსაც იპოვი. შიმშილით სიკვდილის შიში კარგი მოტივატორია. შემდეგ წლები ისე სწრაფად გავა, რომ სახის ნაოჭებში შინაგანი სევდა დაიბუდებს. როგორც დჰარმა და მისნაირი მშვიდი ღმერთები. ჩემი აზრით, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც სულ ერთი არ ვარ, ვისაც ვენატრები და ჩემზე ფიქრობენ. და საერთოდაც თავის მოტყუება მაგრად ამშვიდებს. ეს უკვე „პენსიაზე გავდივარ“ ასაკია. შემდეგ პენსიასაც იღებ, მაგრამ არ იცი ამდენი ფული სად ჯანდაბაში წაიღო. მარხავ. წვავ. ხარჯავ. აგებ. კარგავ. რაც გინდა ყველაფერი მოგდის. იახტა და ფერარი. ვილა და ვერტმფრენი. მაგრამ მაინც გადაწყვეტ თბილი პური და კარაქი წაუღო შვილიშვილებს, რადგან დილის შვიდი საათია და ისინიც მალე გაიღვიძებენ. და პენსიაც ქრება. ღმერთო, რა უბედურებაა ამ ქვეყანაში დაბერება. ბოლოს უკვე ტიტრები ამოდის და ქასთში შენი სახელი და გვარი პირველი ჩნდება, სიცარიელიდან ამოდის, რაღაც მომენტში შუაშიც გაჩერდება და ბოლოს უსასრულობაში მიდის, სასიამოვნო საუნდტრეკთან ერთად. ესაა თანამედროვე პანაშვიდი. შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან. თავიდან ყველაფერი მარტივი ჩანს. შემდეგ აცნობიერებ, რომ შენ იყავი ერთი პატარა სპერმატოზოიდი, რომელმაც სხვებს დაასწრო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. აგრესია დაგღუპავთ შვილებოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!11111111111 ასეთი პატარა ხარ და უკვე ასე პიქრობბბბ
აგრესია დაგღუპავთ შვილებოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!11111111111 ასეთი პატარა ხარ და უკვე ასე პიქრობბბბ
8. ვაიმეე რა საყვარლობაა ) სწორედ მაგ ფრაზის გამო ვთქვი ავტორს მეტი გონია თავი სხვებზე რახან იმას მიხვდა რაც დაწერა თქო... მაგრამ არ შეგაქე და რა თქმა უნდა ნაკლების ძებნა დაიწყე კომენტარში.. ასეთი ერთფეროვანი ბრწყინვალება აქვს შენს აღმატებულ გონებას მაგრამ ზოგჯერ სხივის გარდატეხას საჭიროა სხვა ფერები რომ დაინახო ვაიმეე რა საყვარლობაა ) სწორედ მაგ ფრაზის გამო ვთქვი ავტორს მეტი გონია თავი სხვებზე რახან იმას მიხვდა რაც დაწერა თქო... მაგრამ არ შეგაქე და რა თქმა უნდა ნაკლების ძებნა დაიწყე კომენტარში.. ასეთი ერთფეროვანი ბრწყინვალება აქვს შენს აღმატებულ გონებას მაგრამ ზოგჯერ სხივის გარდატეხას საჭიროა სხვა ფერები რომ დაინახო
7. ფლოიდ კი ბევრი დაწერე, მაგრამ ტყუილად. ხომ აღვნიშნე ჩემზე არ ვსაუბრობთ-მეთქი. აი აქ ჩავარდა შენი გააზრება . პატარა გონებამ პატარა დეფექტი გამოავლინა. ლან ეილიენ და სერენა, მადლობ <3 ფლოიდ კი ბევრი დაწერე, მაგრამ ტყუილად. ხომ აღვნიშნე ჩემზე არ ვსაუბრობთ-მეთქი. აი აქ ჩავარდა შენი გააზრება . პატარა გონებამ პატარა დეფექტი გამოავლინა. ლან ეილიენ და სერენა, მადლობ <3
6. ძალიან საინტერესო და ვიტყოდი რომ თითქმის სწორი ფიქრთა მსვლელობაა. მომწონს ასეთი კრიტიკა და მიმოხილვა, საგნების და მოვლენების, მათი დეპრესიულ ჭრილში ანალიზი. მე ძალიან გამიმართლა, რადგან მთელს პლანეტაზე საუკეთესო სკოლაში ვსწავლობდი, რომელშიც საერთოდ არ დავდიოდი, მთელს სკოლას უბრალოდ ყოველთვის სჯეროდა, რომ მე ეს არ მჭირდებოდა ))) თუმცა წლის ბოლოს მიწევდა დამტკიცება რომ ამგვარ თავისუფლებას ვიმსახურებდი :) შორიდან კი სკოლა კიდევ ერთი ზომბი ქარხანაა, მონების გამომშვები, შემდეგი გადამუშავებისთვის. მომწონხარ ავტორო !
ძალიან საინტერესო და ვიტყოდი რომ თითქმის სწორი ფიქრთა მსვლელობაა. მომწონს ასეთი კრიტიკა და მიმოხილვა, საგნების და მოვლენების, მათი დეპრესიულ ჭრილში ანალიზი. მე ძალიან გამიმართლა, რადგან მთელს პლანეტაზე საუკეთესო სკოლაში ვსწავლობდი, რომელშიც საერთოდ არ დავდიოდი, მთელს სკოლას უბრალოდ ყოველთვის სჯეროდა, რომ მე ეს არ მჭირდებოდა ))) თუმცა წლის ბოლოს მიწევდა დამტკიცება რომ ამგვარ თავისუფლებას ვიმსახურებდი :) შორიდან კი სკოლა კიდევ ერთი ზომბი ქარხანაა, მონების გამომშვები, შემდეგი გადამუშავებისთვის. მომწონხარ ავტორო !
5. არაა.. იციი რას ვამბობ.. მე რომ ვწერ სევდაზე და ამაოებაზე და ათას რამეზე(არ დამიწყოთ წერა არ იციო.) იმიტომ ვწერ რომ ეს ყველაფერი დამარცხებად მიმაჩნია აქ კიდე უმეტესობა ნაწარმოებები ისეა დაწერილი რომ იმის აღმოჩენა რომ ცხოვრება არაარაობაა გამარჯვებად მიაჩნიათ.. ესეც ისეა დაწერილი თითქოს სხვაზე მეტი გონია ავტორს თავი რომ იმას მიხვდა რაც დაწერა.. და ცხოვრების ციკლი არ აქვს ყველა ადამიანს ერთნაირი პირიქით არ არსებობს ორი ერთნაირი... და ამაში გამარჯვება არაფერია თუ ცხოვრებას სპოილერად მიიჩნევ... ბევრი წიგნი წამიკითხავს სიამოვნებით მათზე გადაღებული ფილმის ნახვის მერე.. მაგრამ ახალს ვეძებდი მიუხედავად სპოილერისა.. მე ახლა ეს ნაწერი სისსულელედ მიმაჩნია იმიტომ რომ ვერ აღვიქვი.. ანუ შეიძლება არაა მოაზრებით სისულელე ავგორმა ბევრი ჩადო მაგრამ მე ეგოისტი ვარ.. ვერ გავიგე?! ვსო სისულელეა... ამით იმის თქმა მინდა რომ თუ ვიღაცამ ვერ გაიგო ცხოვრება არ ნიშნავს რომ სისულელეა. უნივერსიტეტი და განათლების სისტემა არც მე მომწონს (მაგრამ ძალიან მაგარი ლექტორები და ლექციებია თავისუფალში) მაგრამ ისეთი ჯიგარი ადამიანი გავიცანი რამოდენიმე რომ რატომაც არ უნდა მომენატროს წლების შემდეგ მათთან გართობა... ცხოვრებაში რაც არ უნდა ბევრი და სასიამოვნო მოგონება დააგროვო ძველი მაინც აღმატებულია ახლანდელზეისე ჩანს ხოლმე გონებაში (ნუ ჩემთან) იმიტომ რომ ამას აანალიზებ და აწმყოს ვერ აღიქვამ კარგად..არაფერია ცუდი უნივერსიტეტში და არც ცხოვრებაში და არც სკოლაში და არც ბაღში თუ მათ სწორად მოირგებ.. განა მოერგები .. მოირგებ! არაა.. იციი რას ვამბობ.. მე რომ ვწერ სევდაზე და ამაოებაზე და ათას რამეზე(არ დამიწყოთ წერა არ იციო.) იმიტომ ვწერ რომ ეს ყველაფერი დამარცხებად მიმაჩნია აქ კიდე უმეტესობა ნაწარმოებები ისეა დაწერილი რომ იმის აღმოჩენა რომ ცხოვრება არაარაობაა გამარჯვებად მიაჩნიათ.. ესეც ისეა დაწერილი თითქოს სხვაზე მეტი გონია ავტორს თავი რომ იმას მიხვდა რაც დაწერა.. და ცხოვრების ციკლი არ აქვს ყველა ადამიანს ერთნაირი პირიქით არ არსებობს ორი ერთნაირი... და ამაში გამარჯვება არაფერია თუ ცხოვრებას სპოილერად მიიჩნევ... ბევრი წიგნი წამიკითხავს სიამოვნებით მათზე გადაღებული ფილმის ნახვის მერე.. მაგრამ ახალს ვეძებდი მიუხედავად სპოილერისა.. მე ახლა ეს ნაწერი სისსულელედ მიმაჩნია იმიტომ რომ ვერ აღვიქვი.. ანუ შეიძლება არაა მოაზრებით სისულელე ავგორმა ბევრი ჩადო მაგრამ მე ეგოისტი ვარ.. ვერ გავიგე?! ვსო სისულელეა... ამით იმის თქმა მინდა რომ თუ ვიღაცამ ვერ გაიგო ცხოვრება არ ნიშნავს რომ სისულელეა. უნივერსიტეტი და განათლების სისტემა არც მე მომწონს (მაგრამ ძალიან მაგარი ლექტორები და ლექციებია თავისუფალში) მაგრამ ისეთი ჯიგარი ადამიანი გავიცანი რამოდენიმე რომ რატომაც არ უნდა მომენატროს წლების შემდეგ მათთან გართობა... ცხოვრებაში რაც არ უნდა ბევრი და სასიამოვნო მოგონება დააგროვო ძველი მაინც აღმატებულია ახლანდელზეისე ჩანს ხოლმე გონებაში (ნუ ჩემთან) იმიტომ რომ ამას აანალიზებ და აწმყოს ვერ აღიქვამ კარგად..არაფერია ცუდი უნივერსიტეტში და არც ცხოვრებაში და არც სკოლაში და არც ბაღში თუ მათ სწორად მოირგებ.. განა მოერგები .. მოირგებ!
4. ბედნიერება ტეხავს უკვე ამ სამყაროში იმიტომ რომ სევდაში გენიალურობაა.. ო ბოჟე მოი, ბედნიერებაც არსებობს ხალხო ბედნიერებაც... ცხოვრება დიდი ბედნიერება.. და სევდა დამარცხებული ხალხის ხვედრია.. ამ წამს მე დამარცხებული ვარ მაგრამ ოდესღაც გამიმარჯვია კიდეც და ისეთი კარგი იყო მთელ ცხოვრებად ღირს.. ბედნიერება ტეხავს უკვე ამ სამყაროში იმიტომ რომ სევდაში გენიალურობაა.. ო ბოჟე მოი, ბედნიერებაც არსებობს ხალხო ბედნიერებაც... ცხოვრება დიდი ბედნიერება.. და სევდა დამარცხებული ხალხის ხვედრია.. ამ წამს მე დამარცხებული ვარ მაგრამ ოდესღაც გამიმარჯვია კიდეც და ისეთი კარგი იყო მთელ ცხოვრებად ღირს..
3. სხვებთან ერთთადაც შეიძლებოდა. სხვებთან ერთთადაც შეიძლებოდა.
2. პატარა, მაგრამ ცელქი სპერმატოზოიდი და...ამ დროს გეღიმება... ორმოცდამეშვიდე ხაზზე ვარ : პატარა, მაგრამ ცელქი სპერმატოზოიდი და...ამ დროს გეღიმება... ორმოცდამეშვიდე ხაზზე ვარ :
1. ''ჩემი აზრით, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც სულ ერთი არ ვარ, ვისაც ვენატრები და ჩემზე ფიქრობენ. და საერთოდაც თავის მოტყუება მაგრად ამშვიდებს '' - აუ ეს ნაწილი მომეწონა , ცოტათი გამეღიმა კიდეც :დ შენც მომწონხარ , წერის შენი სტილი გაქვს და ეს მომწონს <3 ``ჩემი აზრით, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც სულ ერთი არ ვარ, ვისაც ვენატრები და ჩემზე ფიქრობენ. და საერთოდაც თავის მოტყუება მაგრად ამშვიდებს `` - აუ ეს ნაწილი მომეწონა , ცოტათი გამეღიმა კიდეც :დ შენც მომწონხარ , წერის შენი სტილი გაქვს და ეს მომწონს <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|