| ავტორი: ნანა 1978 ჟანრი: პროზა 8 ოქტომბერი, 2018 |
ნაადრევი თოვლი აბეზარი ქერტლივით მოედო მიწას, აცივდა. ჩამოტეხილ ფანჯრის რაფაზე მოკალათებულმა გოგომ თხელი საბანი მოხერხებულად მოიხვია ტანზე და დამწუხრებულმა, გადახედა ბავშვებით გავსებულ ეზოს. უხაროდათ პატარებს პირველი თოვლის მოსვლა, ატკრიაცებულები, გაანცებულები დარბოდნენ დაძველებული საქანელებით მორთულ ეზოში და გამალებულები, ცდილობდნენ როგორმე მოეხვეტათ თოვლიან-ტალახიანი გუნდები. ჯერ თხელი იყო თოვლის საფარი, ალაგ-ალაგ დათხელებული საბანივით, ზოგან შავად მოჩანდა სველი მიწა, გახუნებულ მესერთან თავი ამოეყო მოყვითალო, გაფშეკილ ბალახებს. შუა სექტემბერი იდგა, საკმაოდ ციოდა. ცას მუქი ღრუბლები უხვად შემოჯაროდა, შუბლი შეეკრა და საწვიმრად ემზადებოდა. მოწყენილი და შემცივნებული ბეღურები კანტიკუნტად ჩამოსკუპებულიყვნენ ფანჯრის სველ რაფებზე და უხალისოდ კენკავდნენ ერთიოროლად შემორჩენილ პურის გამხმარ ნამცეცებს. თოვლი მთლად აიზილა ტალახში, ბავშვები აღარ გუნდაობდნენ, ახლა ძველ სკამებზე ჩამოსხდნენ და რაღაცაზე გამალებული კამათი გამართეს. მოიწყინა, შიშველი ფეხი ფრთხილად ჩამოდგა მორყეული რაფიდან, საბანი ჩამოსრიალდა და იატაკზე მოეფინა. შეცივდა, სწრაფად გადაიცვა ტომარასავით მუხლგამობერილი სპორტულები, სქელი, წაბლისფერი თმა ცხენის კუდივით გამოისკვნა იდეალურად მომრგვალებულ კეფაზე და სარკეში თავის ანარეკლს ყურადღებით დააკვირდა. მოგრძო, თხელი სახის კონტური ჰქონდა, მომშვილდული, სიმეტრიული წარბები, ნუშის ჭრილის ყავისფერი თვალები, პაწაწა, დაჭორფლილი ცხვირი, ლოყებზე ანცად დახტოდა ორი პაწაწინა ნაჩვრეტი. ტანად საშუალო სიმაღლის იყო, კაფანდარა, თხელი კიდურებით, ალბათ დედას ჰგავდა...ნუუ..ასე ჯეროდა თვითონ..ალბათ დედასავით ნაზი, სიფრიფანა და მსუბუქი იყო, დედასავით გაუბედავი, ბუტია და მტირალა.. ბავშვმა თვალები დახუჭა და ეცადა გონებით წარმოედგინა, როგორი იქნებოდა დედა..ლამაზი უნდა ყოფილიყო, თბილი, გულში ჩახუტებისას უნდა გაეთბო და დაემშვიდებინა, ენუგეშებინა და დაეცვა ....თვითონ კი..ეეჰ..თვითონ როგორ ჩაეხუტებოდა თავის დედიკოს, როგორ დაუკოცნიდა საყვარელ სახეს, როგორ მოუყვებოდა სულმოუთქმელად თავის ამბებს...ცრემლი მოწყდა და ლოყაზე ჩამოგორდა...თვალები გაახილა, დაბინდული მზერა მოავლო საავდროდ მოქუფრულ ცას. ბავშვთა სახლში დერეფნები ავად ჩაბნელებულიყო, სინესტის და სიცივის სუნი იდგა, სამზარეულოსთან ახლოს მუდამ ბორშჩის სუნი ტრიალებდა, საძინებელ ოთახებში-სიმარტოვის, უმწეობის, უნუგეშებელი ცრემლის, დირექტორის კაბინეტში-რაფაზე შემოდგმული ქოთნის იების... მათსავის სევდის სუნით გაჟღენთილიყო ბათქაშაყრილი კედლები, გახუნებული ხის მძიმე კარები, მორყეული მერხები, კედლის საათიც კი... ფანჯარა ფართოდ გამოაღო, რაფაზე შედგა, ერთხანს ზემოდან დაფიქრებული დაჰყურებდა სულგანაბულ ბავშვებს, მერე თვალებზე ხელები აიფარა და გადახტა..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მაპატიეთ თუ განწყობა გაგიფუჭეთ... ყველაფერი რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი.. სამწუხაროდ.. ვერაფერს ვერ შევალამაზებ...გმადლობთ რომ კითხულობთ.. მაპატიეთ თუ განწყობა გაგიფუჭეთ... ყველაფერი რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი.. სამწუხაროდ.. ვერაფერს ვერ შევალამაზებ...გმადლობთ რომ კითხულობთ..
10. ვაიმე, ჯობდა ბოლო წინადადება არ წამეკითხა. ძალიან კარგად გამოგდით საგნის აღწერილობა,მე მომეწონა. მთელი მონათხრობი სევდიანია,ემოციურია ძალიან,მაგრამ ბოლო ფაქტი აფუჭებს ყველაფერს. ბავშვები მაინც,ძალიან ოპტიმისტები არიან,სულ რაღაცის მოლოდინი აქვთ,მგონი ცოტა შეუფერებელი გადასვლა იყო,მითუმეტეს თხრობის დასაწყისში. +3
ვაიმე, ჯობდა ბოლო წინადადება არ წამეკითხა. ძალიან კარგად გამოგდით საგნის აღწერილობა,მე მომეწონა. მთელი მონათხრობი სევდიანია,ემოციურია ძალიან,მაგრამ ბოლო ფაქტი აფუჭებს ყველაფერს. ბავშვები მაინც,ძალიან ოპტიმისტები არიან,სულ რაღაცის მოლოდინი აქვთ,მგონი ცოტა შეუფერებელი გადასვლა იყო,მითუმეტეს თხრობის დასაწყისში. +3
9. გმადლობთ, გავითვალისწინებ აუცილებლაად.. ბედუინის გაგრძელება მინდა იცით როგორრრრ...მიყვარხართ უსაზღვროდ.. გმადლობთ, გავითვალისწინებ აუცილებლაად.. ბედუინის გაგრძელება მინდა იცით როგორრრრ...მიყვარხართ უსაზღვროდ..
8. ჩამოტეხილ ფანჯრის რაფაზე>> ფანჯრის ჩამოტეხილ რაფაზე; ბეღურები კანტიკუნტად ჩამოსკუპებულიყვნენ ფანჯრის სველ რაფებზე>> ფანჯარას რაც გარეთა ფასადიდან უმაგრდება, იმას რაფა არ ჰქვია. :) ცუდს ვერ ვიტყვი, ოღონდ მოკლეა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება. 5.
ჩამოტეხილ ფანჯრის რაფაზე>> ფანჯრის ჩამოტეხილ რაფაზე; ბეღურები კანტიკუნტად ჩამოსკუპებულიყვნენ ფანჯრის სველ რაფებზე>> ფანჯარას რაც გარეთა ფასადიდან უმაგრდება, იმას რაფა არ ჰქვია. :) ცუდს ვერ ვიტყვი, ოღონდ მოკლეა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება. 5.
7. ენ გეითს ვუკრძალავ ჩემი ნაწარმოებების შეფასებას და ნებისმიერი სახის კომენტარებს.. თქვენ არ ხართ კომპეტენტური ენ გეითს ვუკრძალავ ჩემი ნაწარმოებების შეფასებას და ნებისმიერი სახის კომენტარებს.. თქვენ არ ხართ კომპეტენტური
6. "კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო". წესით ადამიანს, რომელიც წერს, არ უნდა უჭირდეს წაკითხულის გააზრება :) "ამ ეტაპზე, თავს ვიმშვიდებ იმით, რომ გამოგონილი ამბავია" :) ნახვამდის "კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო". წესით ადამიანს, რომელიც წერს, არ უნდა უჭირდეს წაკითხულის გააზრება :) "ამ ეტაპზე, თავს ვიმშვიდებ იმით, რომ გამოგონილი ამბავია" :) ნახვამდის
5. ენ გეითს გაშვილებული, მიტოვებული და უპატრონო ბავშვები არ არის გამოგონებული ამბები, ისინი ჩვენ გვერდით იზრდებიან, ჩვენ გვერდით სუნთქავენ... ენ გეითს გაშვილებული, მიტოვებული და უპატრონო ბავშვები არ არის გამოგონებული ამბები, ისინი ჩვენ გვერდით იზრდებიან, ჩვენ გვერდით სუნთქავენ...
4. გმადლობთ ყველას, თქვენი შეგულიანება და პოზიტიური კომენტარები მავსებს ენერგიით, გავაგრძელო... გმადლობთ ყველას, თქვენი შეგულიანება და პოზიტიური კომენტარები მავსებს ენერგიით, გავაგრძელო...
3. ჰო ეს თემა ისეთია, გაიგებ, მოისმენ, დაინახავ და საკუთარი თავი გძულს, რომ შენს გვერდით, სულ ახლოს ასეთი ტრაგიკული პატარა ტკივილიანი ადამინები იტანჯებიან და არანაირი სარგებლის მოტანა არ შეგიძლია.ტრაგედიაში არ ვგულისხმობ თვითმკვლელობას, ამის გააზრებაც მიჭირს. რაც შეეხება ნაწარმოებს, საკმაოდ ემოციურია. გული ამიჩუყდა და ძალიან მომინდა ასეთ სახლში მივიდე და ყველა ბავშვი გულში მაგრად ჩავიხუტო:)<3 წარმატებები ავტორს! ჰო ეს თემა ისეთია, გაიგებ, მოისმენ, დაინახავ და საკუთარი თავი გძულს, რომ შენს გვერდით, სულ ახლოს ასეთი ტრაგიკული პატარა ტკივილიანი ადამინები იტანჯებიან და არანაირი სარგებლის მოტანა არ შეგიძლია.ტრაგედიაში არ ვგულისხმობ თვითმკვლელობას, ამის გააზრებაც მიჭირს. რაც შეეხება ნაწარმოებს, საკმაოდ ემოციურია. გული ამიჩუყდა და ძალიან მომინდა ასეთ სახლში მივიდე და ყველა ბავშვი გულში მაგრად ჩავიხუტო:)<3 წარმატებები ავტორს!
2. პირველი მიტოვებული ბავშვი რომ ვნახე, უფრო ზუსტად, პირველად როცა გავიაზრე, რომ მიტოვებულ ბავშვს ვუყურებდი, სამყარო ოჩოფეხებზე შემდგარი ოხუნჯი რომ არ იყო მაშინ მივხვდი..
ასეთ ბავშვებს აქვთ თვალებში რაღაც, რაც კი არ გტკენს, უსისხლოდ გკლავს.. პირველი მიტოვებული ბავშვი რომ ვნახე, უფრო ზუსტად, პირველად როცა გავიაზრე, რომ მიტოვებულ ბავშვს ვუყურებდი, სამყარო ოჩოფეხებზე შემდგარი ოხუნჯი რომ არ იყო მაშინ მივხვდი..
ასეთ ბავშვებს აქვთ თვალებში რაღაც, რაც კი არ გტკენს, უსისხლოდ გკლავს..
1. თუმცაღა, არაერთხელ აღნიშნეთ, ჩემი "აგრესიის", "სიბოროტის", "არაქალურობის" თუ "დეგრადაციის" შესახებ, არც ეს ნაწარმოებია სიკეთით და სილაღით გაჟღენთილი. საკმაოდ მტკივნეული და ოდესღაც, სადღაც მომხდარი და მომავალშიც რომ ვერ გავექცევით, ის ისტორიაა, რაზეც, ძალიან მწყდება გული, ძალიან !!! არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მშობლის გარეშე. რა უნდა მოხდეს, ჩემი 13 წლის ბიჭი რომ მივატოვო, სულ რომ ხიდის თავში მომიწიოს ცხოვრება და მათხოვრობა (აქაც გაგაწბილებთ, შვილის სიყვარულის ცოდნის ამბავში). მაგრამ მაინც და სწორედ ამიტომ, ძალიან მომეწონა და იმოქმედა ჩემზე. მომწონს ყველაფერი, რაც ჩემში ემოციას აღძრავს (ეს არ არის მარტივი) !
ამ ეტაპზე, თავს ვიმშვიდებ იმით, რომ გამოგონილი ამბავია და წარმატებას გისურვებთ :) + თუმცაღა, არაერთხელ აღნიშნეთ, ჩემი "აგრესიის", "სიბოროტის", "არაქალურობის" თუ "დეგრადაციის" შესახებ, არც ეს ნაწარმოებია სიკეთით და სილაღით გაჟღენთილი. საკმაოდ მტკივნეული და ოდესღაც, სადღაც მომხდარი და მომავალშიც რომ ვერ გავექცევით, ის ისტორიაა, რაზეც, ძალიან მწყდება გული, ძალიან !!! არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მშობლის გარეშე. რა უნდა მოხდეს, ჩემი 13 წლის ბიჭი რომ მივატოვო, სულ რომ ხიდის თავში მომიწიოს ცხოვრება და მათხოვრობა (აქაც გაგაწბილებთ, შვილის სიყვარულის ცოდნის ამბავში). მაგრამ მაინც და სწორედ ამიტომ, ძალიან მომეწონა და იმოქმედა ჩემზე. მომწონს ყველაფერი, რაც ჩემში ემოციას აღძრავს (ეს არ არის მარტივი) !
ამ ეტაპზე, თავს ვიმშვიდებ იმით, რომ გამოგონილი ამბავია და წარმატებას გისურვებთ :) +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|