| ავტორი: ნანა 1978 ჟანრი: საბავშვო 5 ოქტომბერი, 2018 |
ჩემი პაწაწა, გოგუცა გოგო.. დაბორიალებს, ურევს, ალაგებს, მღერის და ცეკვავს და უმოწყალოდ აგლეჯს თოჯინებს ლამაზ დალალებს. ხან დედიკოა, სადილს ამზადებს, მისხელა ცოცხით გადაგვის კიბეს, ტალახის "ნამცხვრით" გვიმასპინძლდება, წარბებშეკრული დაკემსავს წინდებს. მამიკო-პლუშის დიდი დათვია, ხაჭაპურს უცხობს, ყავას უდუღებს, სიცხეს უზომავს, წამლით გაჭყიპავს, თუ გააბრაზა-ყურებს აგლიჯავს. თმებს დაივარცხნის, თვალს შეიღებავს, დილიდანვე თავს მოიწესრიგებს, სამსახურისკენ მიეჩქარება, ჩემს მაღალქუსლებს ფეხზე მოირგებს. "სამსახურიდან" გვიან ბრუნდება დაღლილი, დათვებს უკითხავს წიგნებს, დააცანცარებს "პალმა-კიკინებს" თხუთმეტი "სოსკა" უმძიმებს ჯიბეს. დედას ჩერჩეტი...მთელი დღის შრომით ისე იღლება, ფეხზე ვერ დგება, ღამით მეასედ იხდის საბანს და..... ტყუპისცალივით დღე კვლავ იწყება!....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გეთანხმებით, დედობრივი სიყვარული მართლაც სრულიად განსხვავებული ნიჭია და საჩუქარი, რაც უბოძა უფალმა ქალს... გეთანხმებით, დედობრივი სიყვარული მართლაც სრულიად განსხვავებული ნიჭია და საჩუქარი, რაც უბოძა უფალმა ქალს...
4. ახალი სიტყვა გმადლობთ, თქვენი მოწონება მაძლევს სტიმულს, გაიხარეთ თქვენც! ახალი სიტყვა გმადლობთ, თქვენი მოწონება მაძლევს სტიმულს, გაიხარეთ თქვენც!
3. დედობრივი სიყვარული სულ სხვაააააააააააააააააა გაიხარეთ ქალბატონოოოოო დედობრივი სიყვარული სულ სხვაააააააააააააააააა გაიხარეთ ქალბატონოოოოო
2. დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ
1. მომეწონა კარგია და 5.
ისე ჩერჩეტზე ნიკი გეტყვის ჩურჩუტიო და მართალიც იქნება. :D მომეწონა კარგია და 5.
ისე ჩერჩეტზე ნიკი გეტყვის ჩურჩუტიო და მართალიც იქნება. :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|