მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
4 ოქტომბერი, 2018
ემილი დიკინსონი - სული ვისაც მიენდობა (303)
ემილი დიკინსონი - სული ვისაც მიენდობა (303)
სული ვისაც მიენდობა
ირჩევს, კეტავს კარებს რაზით,
შერჩეულთა ოდენობას
აღარ გაზრდის ხვეწნით, აზმით;
უმზერს გრძნობაგამოცლილი
კარიბჭესთან მომდგარ ეტლებს,
მის მოხიბვლას დაჩოქილი
მეფეთ-მეფეც ვეღარ შეძლებს.
ერთს აირჩევს აურაცხელ
ჯამაათში - ქმრად, ან ცოლად,
გულისყურის თავის სარქველთ
სხვებისთვის კი ამოქოლავს.
4 ოქტომბერი, 2018 წ.
ორიგინალი მოიძიეთ ნომრის მიხედვით, რადგან ინგლისურად ახლა აქ არ ქვეყნდება.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
სამწუხაროა ამ ახალგაზრდობას ასეთი გენიალური ლექსები რომ არ მოწონსსს!!!!!! კარგი ხართ ოთარ
სამწუხაროა ამ ახალგაზრდობას ასეთი გენიალური ლექსები რომ არ მოწონსსს!!!!!! კარგი ხართ ოთარ
ახალი სიტყვა.
2018-10-07 22:00:45
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
24.06.2026 08:06:44