ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თეაკო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ოქტომბერი, 2018


თემა და ფიქრი, მარადიული

რატომ ვიხდით  იუბილეს იმ ქმართან,
რომელთანაც არ ვართ.
არც ვყოფილვართ,
არც ვიქნებით
ბედნიერები?!
რატომ ვითმენთ
მის ყველა უსაქციელობას
რომელიც 
არავის ეპატიება და
რომელიც
მას უნდა მივუტევოთ
მორჩილმა ცოლებმა...
რატომ ვიღიმით ახლობლების თანდასწრებით
"ბედნიერი" გამოხედვით,
როცა სულაც არ  გვიხარია
და პირიქით
კიდევაც გვტკივა.
რატომ არ გვინდა, რომ
სხვამ  გაიგოს,
ვერ ვიხარეთ ამ ცხოვრებაში
რომ დავკარეთ წლები
რომელთა დანაკარგი აუნაზღაურებელია
და.....
ჩვენ ქუჩაზე ვერასოდეს ვნახავთ
გაზაფხულს ?!


მე მიმიფურთხებია
ისეთი  მენტალიტეტისათვის,
რომელიც ჩემს  ბედნიერებაზე
ჩემს  განცდებზე უფრო მაღლა დგას!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები