I
ვარ ხალხის კერძი, და ამ მომენტში მე ყველას ვებრძვი. იქნებ მომეშვას.
მივდივარ სახლში, სადაც მე მხვდება. მარტოობა და კედლები მხოლოდ. მოთმენის ბოლო ფურცელს დავხევ და ჩემი მახინჯი ხელებით ვომობ
(კედლებთან).
მივდივარ შემდეგ, ვიმუხლები კედლის კუთხეში, და არავინ მყავს ვინც მანუგეშებს.
II
ჩემს გულს რომ სჭირდება რამ გახარებისთვის ისეთი პატარა ოთახი არის ეს. უბრალო, მშვიდი, ძველი და ერთგული, რომელსაც ჰაერიც სუფთა არ აღირსეს.
ოთახი სავსეა წიგნებით, ფურცლებით. აქვეა დივანი, ეტლი ინვალიდის ჩემოდანი დევს ისევ უცვლელად და ოთახს ამკობს მტვრის პირამიდა.
III
ეტლია ბავშვობის საშიში სიზმარი კოშმარი, რომელიც მისველებს სარეცელს. და ჩემი მიზანი მუდმივად ის არის ამ ეტლს როგორმე სადმე რომ გავექცე.
ძველი ჩემოდანი განვლილ გზებს ასახავს მუდმივად ხეტიალს, ბრძოლას და ფორიაქს. რომ ჩემს განვლილ გზებზე ვტოვებდი ნასახლარს, ან უფრო ნაკაცარს. (ეს უფრო სწორია)
აქვეა დივანი, რომელსაც ვადარებ, ჩემეულ სიბერეს, მარტოს და ნაღვლიანს. სიბერეს რომელშიც დარდები სხეულში ბინას დაიდებენ და ისევ დამღლიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ისე რა. სიბრალულის გამო კიდე ჰო. ისე რა. სიბრალულის გამო კიდე ჰო.
8. მარტივად რომ ვთქვათ, მომეწონა. მარტივად რომ ვთქვათ, მომეწონა.
6. სევდიანია, მაგრამ შესრულება მომეწონა. სევდიანია, მაგრამ შესრულება მომეწონა.
5. დიდი მადლობა მეგობრებო დიდი მადლობა მეგობრებო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|