ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბასასუნა
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2009


ვისი სული გსურს?!

გამარჯობა ,სიკვდილო.  მე, მე ვარ ...
დაბადებიდან ჩემთან ხარ ,სიკვდილო და  უკანასკნელ შეგრძნებადაც შენ  შეგიხოცავ .
ხელისგულებით ვზომავ მანძილს ხოლმე შენამდე  .ისე ახლოს ხარ  მკლავებს გავყოფდი და ჩაგიცმევდი . იციი,საინტერესო იქნებოდა სექსი შენთან ,სიკვდილო.შენ ჩემით იკვებები,ჩემთვის კი ეს ყველაფერი თამაშია საკუთარ შენთან, მარადიულ შენთან.. .ვცარიელდები, ვცოტავდები, ვფერმკრთალდები,მეტი არც არის საჭირო-ამის იქით ვეღარ წავალთ და ეს რეალურ-ირეალური ურთიერთობა იმდენად ბუნებრივი  ხდება , სხვაგვარად წარმოუდგენელია უკვე...ჩვენი წარმოსახვითი  საერთო სივრცის ცა და მიწას  ტანსაცმელივით შემოვიცვამდი, ენის წვერით გაგილოკავდი,სივრციდან  წვეთავ ,როგორც გადმოღვრილი ტკბილი მურაბა. არც კი ვიცი,სად ვპოვულობდი  დამატებით დროებს
რომ ის გზა გამევლო სადაც შენ ხარ.ნეტავ,ყველაფერი დავამავიწყდეს , რაც შენამდე იყო...
მოვალ და შემოვედინები შენში. მოვალ და დაგტენი ამბებით და სიტყვებით..  შემოვბოდიალდები სივრცეში, იქნებ გნახო კიდეც და შენი ენერგია გადმომდო .
მიყვარდა დაკვირვება...შენიღბული ადამიანების... მიყვარდა მათი ნიღბები... ვიჩუქებდი ხოლმე თითო ნიღაბს.შენ კი ერთი ნიღაბი გაქვს მხოლოდ,სიკვდილო.არ ხარ მრავალპლანიანი და მრავალწახნაგოვანი მოთამაშე. მასშტაბური კი ხარ,ამას ვერ დაგიკარგავ.
  ვინც კვდება ამ სამყაროში თუ ხვდება ,სიკვდილო  ,რომ ცხოვრება მარაზმია და მას ვერაფერი შეაფერადებს...
ადამიანო,ცხოვრება მთავრდება ამ საღამოსავით. იქ სადაც ჩვენ არ დავბადებულვართ, იქ სადაც  ზღაპარს სახელად ცხოვრება არ ვიგონებთ და  უბრალოდ ვცხოვრობთ ,უბრალოდ სიკვდილს უნდა გააყოლო შენი ცხოვრება და შენ დარჩები სადღაც განყენებული... ადამიანო,არ იდარდო შენი ერთი მუჭა და უკვე აფეთქებული სამყარო.გამოამწყვიდიე  საკუთარი უსუსურობა ოთხ კედელშუა ,ცხოვრების ფარღალალა კედლები ვეღარ გიჭერენ გაუცხოებულს. ცხოვრება  უკვე ნანახი ფილმია და ამ ფილმში სიკვდილის დამონტაჟება  არ დაივიწყო .
ადამიანო,ფანქრით მოხაზული სიცოცხლის საზღვარი- აგონია _ დიდი სიმშვიდეა!
და სიკვდილის განცდა_როდესაც მისი სხეულის ტემპერატურაც კი შენია...შენი ხდება..საშინლად ლამაზი განცდაა.
ადამიანო,უბრალოდ ძილი ნებისა!
ძილი ნებისა,ადამიანო!
ყველაფერი იქ გროვდება, უკან.

  ეს დღე უკვე იყო...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები