ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2009


კოლხი ქალი

კოლხეთის მიწიდან ამოზრდილი
ხე - უსახელო და ახლადშეფოთლილი -
მე კოლხი ქალი,
ცისკენ მიმოდრეკილ მძიმე გზაზე
ვგეგმავ მოვილექსო მიწა მშობლიური,
დაბადებით მაქვს მე მისი ვალი.

კოლხეთის მიწიდან ამოზრდილი
ქალი სისხლმჩქეფარე, იქნებ ეშხიანიც,
შვილი უბრწყინვალეს მეფე აიეტის,
ტურფა მედეასი?... უფრო ანტიპოდი...
ოქროს საწმისია რწმენის გასაღები,
არ მსურს სხვა სიმდიდრე მე ამაზე მეტი...


ცოტა შეყოვნდი და წამით შემობრუნდი
ჩემსკენ, გადასწრებულ გზაზე დამიწიე,
რომ არ გავუცხოვდე ჩემსავ სამშობლოში,
გემო, ცით ნაკურთხო, გთხოვ, მეც დამიტიე.

მსურს, რომ შენთან ერთად სრულად მოვილექსო
ჩემი მიწის წმინდა ნამოსახლარები,
ოქროს საწმისია მთელი საქართველო,
მასში არის ჩვენი სულის გასაღებიც.


იქნებ მოახლოვდა ქვეყნის აღსასრულიც,
ყოველი წამი ხომ მისკენ ნაბიჯია...
და მე, კოლხი ქალი,
ვცდილობ მოვიპოვო რწმენის საწმისი და
ის რაც მოვილოცე, შემდეგ მოვილექსო,
დაბადებით მაქვს მე უფლის ვალი.

ისე... ადვილადაც ხაზს ნუ გადამისვამთ,
რადგან ქალი მქვია და ვარ თანაც ცალი.
მე ვარ კოლხი ქალი!
მე ვარ კოლხი ქალი!
უნდა დავაბრუნო, სრულად დავაბრუნო,
დაბადებით რაც მაქვს,
ყველა ვალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს