ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 მაისი, 2020


***

მიდი გადაღეჭე ჩემი მარტოობა,
იფიქრე ჩემზე,
როგორც ვწევარ და ვოცნებობ წელზე ლიანები შემომეხვიონ ხერხემალს ამოუყვნენ,
კისერს,თმას,სახეს.
ჩემი ცრემლით დაინესტონ, გაივსონ, გაიზრდონ, ტანი აიყარონ.
მიდი გადაღეჭე ჩემი მარტობაა,
უაზრო ნივთებით დროის შევსება,
მოცემულობებთან შეგუება,
ფიქრებით გართობა და მერე ყველაფერის საკუთარ თავზე დაბრალება.
მიდი გადაღეჭე ჩემი მარტოობა,
თაროზე შემოლაგებული მტვრიანი ისტერიები.
მიდი გადაღეჭე,
ტანში ძალა გამოგეცლება
ცალყბადაც ვერ გაიღიმებ.
რამდენიც არ უნდა ღეჭო ვერ გამოცლი,
ვერ შეარბილებ,ვერ მოიცილებ.
მიდი გადაღეჭე, ყურებში ზუზუნს გაიგონებ,
გამკივან ბგერებს,
შიგადაშიგ სიტყვები გესმის,
ორი ხელი გაქვს,
ორი ფეხი,
ორი თვალი
და მაინც მარტოხელა გქვია, მარტო-ხელა.
მიდი გადაღეჭე ჩემი მარტოობა,
ნახე როგორი ცივია,
მძიმე,
უგემური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები