| ავტორი: ბასასუნა ჟანრი: იუმორისტული 18 თებერვალი, 2009 |
ადამიანები იმიტომ არ ცვლიან თავიანთი არასწორი შეფასების შკალას, არ აზუსტებენ და არ ასწორებენ. რომ მათი ბევრი საქციელი ამ შეხედულებების და შეფასებების აღქმიდან ნორმალურია,ხოლო გადაფასების შემთხვევაში ზუსტად და ნათლად ჩანს რამდენი სისულელე,შეცდომა ჩაგიდენია ცხოვრების გზაზე.დაბადებისას მხოლოდ ღმერთის მიერ ბოძებული ცოდნით ვსარგებლობთ ,თანდანთან წლებთან ერთად ვდისტანცირდებით ბავშვობისგან ,ვკარგავთ გულწრფელობას ,ადამიანური გამოცდილებით ვბღალავთ სულს . ჩვენს მიერ მოგონილი წესებით,ფუჭი ეტიკეტებით ვცდილობთ ყველაფერი ნორმებში , ჩარჩოებში იყოს მოქცეული და ჩვენს შექმნილ ყალბ გარემოში თავს კომფორტულად ვგრძნობთ. თუ ვინმეს გაუჩნდება ამ წესების დარღვევის სურვილი , ის ან ძალაინ ჭკვიანი უნდა იყოს , ან ძალიან სულელი .ყველა ადამიანი (მეტნაკლებად) დროებითია და აბსურდული,ისევე როგორც ცხოვრება,..და ვეღარ ვხვდებით რომ უბრალოდ საზიზღარ ,მახინჯ,ოღონდ ბებერ ბავშვებად ვკვდებით საბოლოოდ. თუ ძალიან გაასერიოზულებ ,შეიძლება ვერაფერსაც ვერ მიაღწიო, და როცა არ შეგეშინდება წარუმატებლობის ,მაშინ მოვა წარმატება. ცხოვრება არაა მხოლოდ კაიფი,მაგრამ ხანდახან ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე უნდა იჩალიჩო ,ხანდახან არ უნდა შეგეშინდეს კლოუნი იყო,ოღონდ სიცოცხლე სულ მასხარაობაში არ უნდა გაატარო . არ უნდა იფიქრო, რომ ის ხემი ხარ,რომელზეც ღმერთმა მაინცდამაინც გენიალური მუსიკა უნდა დაუკრას და ჩვეულებრივი უბრალო მელოდიაც საკმარისია ,სპეცეფექტები არაა გამუდმებით საჭირო ცხოვრების კადრებისთვის,არ უნდა აისხა ადამიანები და მოვალეობები ჯაჭვივით ,უბრალოდ აიღე იმდენი ,რისი ზიდვაც შეგიძლია, არ შეიძლება ქველმოქმედება სხვის ხარჯზე და მხოლოდ ის უნდა მიცე ადამიანს ,რისი მიცემას შეგიძლია .არ შეიძლება სულ მიიღო და არ გასცე. პირიქით -რასაც გასცემ უკან გიბრუნდება კარგიც და ცუდიც . რა ძალითაც გიკიდებენ იმ ძალითვე უნდა დაიკიდო .სხვათა სულის ჩატეხილ საფეხურებს ფრთხილად გადააბიჯე ხოლმე. ... ყოველ დილით თავიდან იბადები, ამის შესაგრძნებად უბრალოდ უნდა წაშალო წინა დღეების ქრონიკა მახსოვრობიდან. ერთი დღე ერთი დღეა...და გინდა ისე იცხოვრებ ,რომ თითქოს უკანასკნელია,გინდა ეცდები რამე სულ უბრალო ,მაგრამ კარგი გააკეთო,თუნდაც მხოლოდ გაუღიმო ან გააღიმო ვინმე...ან უბრალოდ ეს დღე ჩვეულებრივი მოვალეობების ასარულებელი 24 საათი იქნება მხოლოდ. . უბრალოდ უნდა იცხოვრო ,უნდა იგრძნო თითოეული წუთი,წამი..გააკეთო, ის რაც გინდა და არ უნდა იბუზღუნო ამ საქციელის შედეგებზე...ყველაფრისთვის ვიხდით ამ ცხოვრებაში.ყველა კარგისთვის და ცუდისთვის.თითოეული ფიქრისთვის.. თუ სულ ცოტა ,სულ ცოტა თუ გაალამაზებ და უკეთესობისკენ შეცვლი რამეს ,დიდი არაფერი,უბრალოდ დიდი შანსია რომ უკეთესად იგრძნო თავი. სტიმულატორი არც ბუნებრივი ,არც ხელოვნური არაა საჭირო .არც სულ სწორედ ცხოვრება გამოდის.. ხანდახან მხოლოდ შენთვის უნდა იცოვრო.ხანდახან საჭიროა რომ უბრალოდ ''გაისწორო'' ხანდახან უბრალოდ უნდა დაიკიდო რაღაცეები. .არ შეიძლება გამუდმებით წესებისა და კანონების დაცვით ცხოვრება.ცხოვრება ხანდახან თავდაყირაც უნდა დააყენო ხოლმე .დიდი სისულელის გაკეთებისგან ხშირად გიცავს პატარა სისულელის ჩადენა, დიდი ომის მოსაგებად ზოგჯერ საჭიროა პატარა ბრძოლის წაგება, წაგებული ზოგჯერ სულაც არაა წაგებული და პირიქით .არჩევანი ყოველთვისაა.უბრალოდ იქნებ არაა საჭირო ამ არჩევანის გაკეთება. ცუდი აუცილებელი არაა, რომ კარგი დააფასო. თუ სულ კარგად ხარ და არანირი პრობლემა არ გაქვს ძალიან მოსაწყენი და მოსაბეზრებელი გახდება ცხოვრება, იქ ზევით ზუსტად იციან ტკივილის და საზიდი ჯვრის რა დოზა მოგცენ, მტერი შეიძლება ყველაზე დიდი მოკეთე გამოდგეს ბოლოს,მეგობარს კი ბრუტუსი ერქვას, ზოგჯერ უნდა წაიქცე რომ ადგომა ისწავლო. არ ელოდო გამოწვდილ ხელს .გარემოებებმა თუ მოიტანა შეიძლება კეთილისმყოფელი შენი მოწინააღმდეგე გახდეს . ერთგულება კი მხოლოდ მანძილია ორ ღალატს შორის ,მაგრამ ეს მანძილი ხშირად დაბადებასა და სიკვდილს შორის გადის. ზოგჯერ გაცილებით ძნელია იყო ცუდი,ვიდრე კარგი,მაგრამ არის სიტუაციები როცა სხვა გზა არ გაქვს, რასაც ეძებ შეიძლება ცხვირწინაა. ხანდახან სულს ხარკად ვაძლევთ ტვირთადქცეულ ძლიერ სხეულს . ცოდვა შეიძლება იყოს გზა სიწმინდისკენ, ცოდვა და დაცემა. უნდა ისწავლო პატარა რაღაცის დანახვა,მაგრამ ხანდახან რა სიმაღლესაც არ უნდა მიაღწიო ცხოვრებაში,მაინც უნდა''გშიოდეს'' .და ეს მუდმივი შიმშილი არ მოგცემს მოდუნების საშუალებას,ცხოვრების თბილ ჭაობად ქცევის საშუალებას და გამუდმებით წინ,წინ წაგიყვანს,გიბიძგებს რომ იცხოვრო და იმოქმედო . ყველაფერი მრავალწერტილია და მხოლოდ შენი ნებაა რას ჩაწერ ამ მრავალწერტილში...ის, რაც ჩვენს შემდეგ დარჩება, ნაყოფია ჩვენი შიშისა - რომ უკვალოდ გავქრებით... რა არის ჭეშმარიტება და როგორ უნდა იცხოვრო თითოეული თვითონ უნდა მივიდეს ამასთან..თავისით
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. შენც ბრუტუს? შენც იგრძნობ ძალაუფლების გემოს :)
მინდა, მინდა, მინდა.. შეშლილი, შეშლილი სამყარო :)
და ყველაზე მეტად შენფერი ადამიანები მინდა :)
რამდენი მინდაა, ეს უკვე დიდი ეგოიზმია :)
შენც ბრუტუს? შენც იგრძნობ ძალაუფლების გემოს :)
მინდა, მინდა, მინდა.. შეშლილი, შეშლილი სამყარო :)
და ყველაზე მეტად შენფერი ადამიანები მინდა :)
რამდენი მინდაა, ეს უკვე დიდი ეგოიზმია :)
12. :D მოვკვდი სიცილით. 5 შენ :D მოვკვდი სიცილით. 5 შენ
9. თუ ძალიან გაასერიოზულებ, შეიძლება ვერაფერსაც ვერ მიაღწიო, და როცა არ შეგეშინდება წარუმატებლობის, მაშინ მოვა წარმატება.
5, ნინ! თუ ძალიან გაასერიოზულებ, შეიძლება ვერაფერსაც ვერ მიაღწიო, და როცა არ შეგეშინდება წარუმატებლობის, მაშინ მოვა წარმატება.
5, ნინ!
8. ახალი ვერაფერი ვისწავლე აქედან... ახალი ვერაფერი ვისწავლე აქედან...
7. შენი სახელი მომწონსავით არ ვარ დარწმუნებული თუმცა :D შენი სახელი მომწონსავით არ ვარ დარწმუნებული თუმცა :D
6. და ჩვენს შექმნილ ყალბ გარემოში თავს კომფორტულად ვგრძნობთ
კი, ასეა....ჩვენ ჩვენივე გამოგონილი სამყაროთი ვცხოვრობთ, წარმოდგენაში ვქმნით სახეებს და ვიჯერებთ მათ არსებობას, ან არსებულ სახეებს ჩვენივე გამოგონილი ფერებით ვმოსავთ და ვიჯერებთ, რომ ისისნი ნამდვილად ისეთები არიან, როგორებიჩ გვინდა, რომ იყოს, მერე კი...მერე მკაცრ რეალობასთან შეჯახებულები ცხოვრებასთან ჭიდილში ვმარცხდებით. :( და ჩვენს შექმნილ ყალბ გარემოში თავს კომფორტულად ვგრძნობთ
კი, ასეა....ჩვენ ჩვენივე გამოგონილი სამყაროთი ვცხოვრობთ, წარმოდგენაში ვქმნით სახეებს და ვიჯერებთ მათ არსებობას, ან არსებულ სახეებს ჩვენივე გამოგონილი ფერებით ვმოსავთ და ვიჯერებთ, რომ ისისნი ნამდვილად ისეთები არიან, როგორებიჩ გვინდა, რომ იყოს, მერე კი...მერე მკაცრ რეალობასთან შეჯახებულები ცხოვრებასთან ჭიდილში ვმარცხდებით. :(
5. ყველა ადამიანი (მეტნაკლებად) დროებითია და აბსურდული,ისევე როგორც ცხოვრება,..და ვეღარ ვხვდებით რომ უბრალოდ საზიზღარ ,მახინჯ,ოღონდ ბებერ ბავშვებად ვკვდებით საბოლოოდ
რა კარგი ბასასუნა ხარ, თუ იცი შენ:):):) ყველა ადამიანი (მეტნაკლებად) დროებითია და აბსურდული,ისევე როგორც ცხოვრება,..და ვეღარ ვხვდებით რომ უბრალოდ საზიზღარ ,მახინჯ,ოღონდ ბებერ ბავშვებად ვკვდებით საბოლოოდ
რა კარგი ბასასუნა ხარ, თუ იცი შენ:):):)
3. ყველაფერი მრავალწერტილია და მხოლოდ შენი ნებაა რას ჩაწერ ამ მრავალწერტილში...ის, რაც ჩვენს შემდეგ დარჩება, ნაყოფია ჩვენი შიშისა - რომ უკვალოდ გავქრებით... რა არის ჭეშმარიტება და როგორ უნდა იცხოვრო თითოეული თვითონ უნდა მივიდეს ამასთან..თავისით
როცა საკუთარ თავში შეიცნობ ჭეშმარიტს მხოლოდ მაშინ მიხვალ ჭეშმარიტებამდე :) როცა საკუთარ თაველბში დაინახავ ზეცას და გააცნობიერებ ჯოჯოხეთს :) ყველაფერი მრავალწერტილია და მხოლოდ შენი ნებაა რას ჩაწერ ამ მრავალწერტილში...ის, რაც ჩვენს შემდეგ დარჩება, ნაყოფია ჩვენი შიშისა - რომ უკვალოდ გავქრებით... რა არის ჭეშმარიტება და როგორ უნდა იცხოვრო თითოეული თვითონ უნდა მივიდეს ამასთან..თავისით
როცა საკუთარ თავში შეიცნობ ჭეშმარიტს მხოლოდ მაშინ მიხვალ ჭეშმარიტებამდე :) როცა საკუთარ თაველბში დაინახავ ზეცას და გააცნობიერებ ჯოჯოხეთს :)
2. ჟანრს ვერ ვცლი პროზაზე...:( ჟანრს ვერ ვცლი პროზაზე...:(
1. ნინ :) ხანდახან მხოლოდ შენთვის უნდა იცოვრო.ხანდახან საჭიროა რომ უბრალოდ ''გაისწორო'' ხანდახან უბრალოდ უნდა დაიკიდო რაღაცეები. .არ შეიძლება გამუდმებით წესებისა და კანონების დაცვით ცხოვრება.ცხოვრება ხანდახან თავდაყირაც უნდა დააყენო ხოლმე .დიდი სისულელის გაკეთებისგან ხშირად გიცავს პატარა სისულელის ჩადენა, დიდი ომის მოსაგებად ზოგჯერ საჭიროა პატარა ბრძოლოს წაგება, წაგებული ზოგჯერ სულ არაა წაგებული და პირიქით . >:D< ნინ :) ხანდახან მხოლოდ შენთვის უნდა იცოვრო.ხანდახან საჭიროა რომ უბრალოდ ``გაისწორო`` ხანდახან უბრალოდ უნდა დაიკიდო რაღაცეები. .არ შეიძლება გამუდმებით წესებისა და კანონების დაცვით ცხოვრება.ცხოვრება ხანდახან თავდაყირაც უნდა დააყენო ხოლმე .დიდი სისულელის გაკეთებისგან ხშირად გიცავს პატარა სისულელის ჩადენა, დიდი ომის მოსაგებად ზოგჯერ საჭიროა პატარა ბრძოლოს წაგება, წაგებული ზოგჯერ სულ არაა წაგებული და პირიქით . >:D<
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|