ავტორი: სამოე ლ ემმო ჟანრი: პოეზია 19 ივნისი, 2020
რამდენიმე
***
შენ ფანჯარასთან იდექი და ცრემლი გდიოდა, მე კი ნაწყენმა მოვიხურე კარი ძლიერად. შენ კვლავ გიყვარდი, მე კი იმ დროს, რომ მივდიოდი, შენი ამ ქვეყნად ყოფნით ვიყავ კვლავ მადლიერი.
***
ზურგით ვზივართ ერთმანეთთან, ნაჩხუბრები და ორივეს სურვილი გვაქვს, არ ვდუმდეთ! მე მინდა რომ იყვირო არ გაჩუმდე და შენც გინდა რომ ვიყვირო, არ გავჩუმდე.
***
სურვილი მაქვს ჩაგეხუტო, მაგრამ არა! სურვილი გაქვს ჩამეხუტო. არადა... წყენამ ჩვენი სურვილები გადაფარა, როცა სხვა დროს წყენას გრძნობა ფარავდა.