მე დავწერ ისევ სადაც ლექსი არის სონეტად, და სატრფიალო გრძნობა მხოლოდ, გზა იყოს ფურცლის, წიგნის გვერდებით,ქვეთავებსაც ვაქცებ მონებად, და რეალობა მსხვრევას იგრძნობს პოეტთა მუზის,
დაე შერაცხეთ ყველა სიტყვა აბსურდთა გროვათ, და გადახიეთ ნაჯღაბნები ჩემივე რითმის, რომ არასოდეს ვემონები სხვის აზრთა ხროვას, და რომ პოეტიც კიარმქვია ამ ქვეყნად თითქმის..
მე დავწერ ისევ...რამდენ რითმსაც გაუძლებს წიგნი, ისევ სიტყვების რახარუხი,რაც აზრად მოვა, მარადისობას თუ ვერ მიწვდა მე არც ხელს მიშლის, არმიყვარს მაგრამ არ ჩერდება ჩემს ირგვლივ თოვა..
მე დავწერ ისევ...მუზა როგორ აღმოჩნდა ძუნწი, რომ უარვყავი და ჩემს სტრიქონს დაეტყო თრობა, არადა როგორ ვყვარებივარ ამასაც უწინ, და ზღვის ჩამავალ მზესთან ერთად,გვიგრძვნია ტრფობა,
დაუძლურებულ გვერდებიდან,სტრიქონი ტირის, სამყაროს იქით უფასოა ჩემი მონეტა, დღეს უსასრულო ნაწერებზე ბადეა კირქვის, თუმცა ერთ დროს კი იყო ერთი მეცხრე სონეტა
გურო როყვა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|