გამიქრა ფიქრები,შეგრძნება ნულია, გათავდა უცნობი შენდობა მესამე, რაც იყო გაფრინდა,სულ დაკარგულია ვატყუებ სამყაროს “ვიხილე კესანე”
შეშლილი ლანდები,ნოტები მოცარტის, ვდგავარ და უბრალო სიზმარი მგონია მოწმე ვარ გრძნობების გულიდან მოპარვის, მატყუებს ვიცი და თან დამიყოლია.
გიცანი ნახატზე ,მშრალ ხიდთან ვაჭარის, არ მყოფნის ძალა რომ გიყიდო ქუჩიდან, ცრემლების ნიაღვარს სუნი აქვს მაჭარის, გაგიმხელ რამდენჯერ ვიტირე თუ გინდა?!
ნუ იტყვი,არ გინდა უთქმელად გაგიგებ, არ გინდა მოყოლა გრძნობების შესახებ, გპირდები სულ ყველას მიწაში წავიღებ, წავიღებ სრულიად ყველაფერს კესანე.
გამიქრა ფიქრები,გრძნობამდე შორია, სასმისი მომიწევს სულ მალე მესამე, რაც იყო ყველა ხომ ისედაც ჭორია? შენ მხოლოდ ყვავილი იყავი კესანე…
გურო როყვა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აქ მოცარტის ერთადერთი დანიშნულება მოპარვასთან სარითმო წყვილის შექმნაა, ამიტომ ძალიან არაორგანულადაა ჩაკვეტებული. არ ვიცნობ თქვენს სხვა ნაწერებს ან შესაძლოა აქ წამიკითხავს, მაგრამ დამწყების ნაწერს ჰგავს ლექსიკურად და კონსტრუქციულად. წარმატბა.
აქ მოცარტის ერთადერთი დანიშნულება მოპარვასთან სარითმო წყვილის შექმნაა, ამიტომ ძალიან არაორგანულადაა ჩაკვეტებული. არ ვიცნობ თქვენს სხვა ნაწერებს ან შესაძლოა აქ წამიკითხავს, მაგრამ დამწყების ნაწერს ჰგავს ლექსიკურად და კონსტრუქციულად. წარმატბა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|