ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2022


უცნაური ღამეა და ელავს

უცნაური ღამეა და ელავს.
ფიქრები კი, შენთან მოდის ყველა.
შენზე ფიქრი უკრავს დარდის სიმზე.
იმდენს ვფიქრობ მგონია, რომ გიმზერ,
მგონია რომ შეგეხები, მაგრამ
შენი სახე, უცებ, თითქოს გაქრა.
თითქოს ბადებ ჩემში მაინც იმედს,
ეს ფიქრებიც, თითქოს დამიმძიმე.
მოფარფატებს სული მაინც შენსკენ
და გაურბის მარტოობის ქვესკნელს,
და გაურბის ტკივილების ჭექას.
მე კი ვხვდები დარდებს სავსე ჭიქით,
მე კი ვხვდები დარდებს უცრემლებოდ.
გეუბნებით - ჩემო ტანო, ძვლებო,
გეუბნებით - რომ თქვენ ღირხართ არად.
სული არის მუდმივად და მარად,
სული არის მუდმივად და სადღაც
ჰპოვებს ადგილს, ჰპოვებს ადგილს სადაც
ჩვენ გავგზავნით, სისხლით სავსე ლეშნი,
მანამ ჩვენი სიყვარული შეგვშლის.
იქამდე კი ღამეა და ელავს,
და ფიქრები შენთან მოდის ყველა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები