ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2023


შური ჩვენი წაწყმედისა ("ვეფხისტყაოსნის" მოწადინეებს)

„რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი“ (მათეს სახარება 27,18)

შურმა ღვთიური არსიც გათელა,
მისით დაირღვა ზეცის ერთობა,
როცა ბრწყინვალე სათანაელმა
მოიწადინა თავად ღმერთობა.

ადამს წაერთვა ბაღი ველური,
როცა სატანას მისი შეშურდა,
გამოიყენა ენა გველური
და კაციც შურით გაუბედურდა.

შურმა დაბადა ცოდვა კაცისკვლის,
კაენი შეკრა ისეთ საბელით,
რომ გაიმეტა ზორვის ვაცივით
და შემოაკვდა რისხვით აბელი.

როცა ინება დახსნა ცხებულმა
ადამიანის - ღმერთი განკაცდა,
სინედრიონის უღვთო კრებულმა
ქრისტე სამსჯავროს შურით გადასცა.

იარაღია არარაობის,
გულში იბუდებს სულის გაკმენდით,
დაგვეკარგება პური არსობის,
როცა დაგვიპყრობს შური წაწყმედის.

5 ივლისი, 2023 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები