ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
27 ივლისი, 2023


Thomas Moore – Those evening Bells

ტომას მური - მწუხრის ზარები

რეკენ მწუხრის ზარები! რეკენ მწუხრის ზარები!
მახსენებენ გარდასულ ამბებს დაუზარებლივ
სიყრმის, მშობლიურ კერის, იმ ნეტარი დროების,
როცა ბოლოჯერ მესმა ჟღერა დამყუდროების.

უკვე წარსულს ჩაბარდა ჟამი მხიარულების,
შეწყდა ძგერა სიამით ანთებული გულების,
გაუშალა ბევრ ჩვენგანს ცივმა მიწამ საგები,
სადაც აღარ ჩაესმის მწუხრის ზართა ჰანგები.

როცა მეც შემიწყდება ჟამი ამზიანების,
ვიცი, მწუხრის ზარებო, ისევ ახმიანდებით,
სხვა გამვლელებს დაატკბობთ თქვენი კეთილხმოვნებით,
შეგაქებენ ლექსებით ხვალინდელი მგოსნები.

27 ივლისი, 2023 წ.


Thomas Moore – Those evening Bells

Those evening bells! Those evening bells!
How many a tale their music tells,
Of youth, and home, and those sweet time,
When last I heard their soothing chime.

Those joyous hours are passed away;
And many a heart, that then was gay
Within the tomb now darkly dwells,
And hears no more those evening bells.

And so’t will be when I am gone;
That tuneful peal will still ring on,
While other bards shall walk these dells,
And sing your praise, sweet evening bells.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები