ავტორი: ოთარ_ცისკაძე ჟანრი: თარგმანი 27 ნოემბერი, 2023
Thomas Stearns Eliot - Lines to a Yorkshire Terrier
ტომას სტერნზ ელიოტი - პწკარები იორკშირულ ტერიერს
მრეშ ველზე იდგა მარტოხე ძველი, ტანდაღრეცილი და თანაც ხმელი და გაისმოდა მუქ ცაში ზაფრის შეფერილობის ღრუბლიდან ზათქი, განათდებოდა მიდამო ელვით. ბინაში იწვა კრეტონის საცმლით დათბუნებული პატარა ძაღლი, მინდორი იყო ნაშაშრი, მრეში, ხოლო მარტოხე - ბრეცილი, ხმელი. ყველა ბომბორა ცუგა და ციცა, ყველა ბამბურა ცუგა და ციცა მიწად იქცევა, დიდიც და ციცქნაც. უკანასკნელად მოვიკრებ ძალებს, თათებს აღვაპყრობ, დავდგები ყალყზე და დამიხუჭავს ძილქუში თვალებს.
27 ნოემბერი, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetrynook.com/poem/lines-yorkshire-terrier