რობერტ ფროსტი - ტყესთან შეყოვნება თოვლიან საღამოს
ამ ტყენარგს ვინ ფლობს, მე მგონი ვიცი, სადაც ამჟამად შევჩერდი, ვიცდი, ის მოშორებით, სოფელში სახლობს, შევყურებ მისი თეთრი ტყის ლიცლიცს.
გაკვირვებულ ცხენს წაერთვა ალღო, ვერ ხედავს ქოხსაც მაღნართან ახლოს, გაყინულ ტბას და ტყეს შორის მდგარი წლის ამ უბნელეს მიმწუხრში წვალობს.
რეკენ აღვირის ეჟვნების ზარნი, ეგებ პატრონის ზრახვაა მცდარი; ოდნავი ჩქამიც არ მესმის გვერდით, გარდა ბუქის და მსუბუქი ქარის.
რა ბნელია და ლამაზი ტევრი, ფიცისგამტეხის არ მნებავს ხვედრი, ძილამდე დამრჩა სავალი ბევრი, ძილამდე დამრჩა სავალი ბევრი.
25.06.2024 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://poets.org/poem/stopping-woods-snowy-evening
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ლამაზი ბუნება, თარგმანი კარგი. ლამაზი ბუნება, თარგმანი კარგი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|