ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
10 აგვისტო, 2024


Анна Ахматова – Смятение

ანა ახმატოვა - თავზარი

1.
ჩაიხუთა მწველი ნათლით ბინა,
მზერა მტყორცნა გამჭოლი და ფიცხი,
შევკრთი, რადგან ფიქრმა შემაშინა,
მომარჯულებს ჭირვეულსაც ვიცი.
დაიხარა - ალბათ მეტყვის თბილად...
პირსახიდან უკუმექცა სისხლი,
დე, დაედოს სამარხის ცივ ფილად
ჩემს ცხოვრებას სიყვარული მისი.

2.
არ გიყვარვარ? არ გსურს ჩემი ხვევნა?
კრულო, რად გაქვს სილამაზე კრავის!
ახლა უკვე ვეღარ შევძლებ  ფრენას,
ბავშვობიდან თუმც კამარას ვკრავდი.
თვალს მიბინდავს ნისლი, ძრწოლა მიტანს
სახეების და საგნების შერწყმით,
განვასხვავებ მხოლოდ წითელ ტიტას,
ღილკილოზე მიმაგრებულს ლერწით.

3.
მომეახლა თავაზიანობით,
გამიღიმა მისალმებით მხსნელის,
სანახევრო ალერსით და ნდომით
დამიკოცნა გაშვერილი ხელი.
ამოუცნობ, ძველი მზერით მკითხა
ვითარება ახლანდელი ჟამის
და ათი წლის გარინდება, რისხვა
ყველა ჩემი უძინარი ღამის,
ჩავატიე წყნარ სიტყვაში სრულად,
ამაოა - მივახალე მკაცრად;
წახვედი და განიახლა სულმა
დაცლილობის და სიცხადის განცდა.

10.08.2024 წ.


Анна Ахматова – Смятение

1
Было душно от жгучего света,
А взгляды его — как лучи.
Я только вздрогнула: этот
Может меня приручить.
Наклонился — он что-то скажет...
От лица отхлынула кровь.
Пусть камнем надгробным ляжет
На жизни моей любовь.

2
Не любишь, не хочешь смотреть?
О, как ты красив, проклятый!
И я не могу взлететь,
А с детства была крылатой.
Мне очи застит туман,
Сливаются вещи и лица,
И только красный тюльпан,
Тюльпан у тебя в петлице.

3
Как велит простая учтивость,
Подошел ко мне, улыбнулся,
Полуласково, полулениво
Поцелуем руки коснулся —
И загадочных, древних ликов
На меня посмотрели очи...
Десять лет замираний и криков,
Все мои бессонные ночи
Я вложила в тихое слово
И сказала его — напрасно.
Отошел ты, и стало снова
На душе и пусто и ясно.

1913

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები