ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2024


ბედი აგორებს კამათელს

ბედი აგორებს კამათელს,
გაფანტოს ბოლო ეჭვებიც...
ვინც ტირანიას ამართლებს
და სწამს ცრუ ენამჭევრების,

ნებსით იწონებს სიმხეცეს,
არ სურს ბოროტის დაცხრომა,
ხელახლა მისი სიბეცე
ჯვარზე გააკრავს მაცხოვარს!

ტრიალებს ბედის ბორბალი
გადაირჩევა სანამდე,
ღვთისაგან ბზე და  ხორბალი,
რათა მიუზღოს თანამდებთ.

4 დეკემბერი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული, 2024 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები