ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2024


ვინ არის ეს კაცი

ვინ არის ეს კაცი?
იყო დრო, და ბევრი ამბობდა
თოფით თუ მიდის თავის სოფელში,
კარგი კაცია.
იყო დრო და ამბობდნენ ასე, თოფი გადაუკიდია,
გარეთ ყინვაა,
კარგი კაცია, რადგან თოფით აივლის,
ეშმაკებს კი ეშინოდეთო.

ვინ არის ეს კაცი?
კარგი კაცია, ჯოხი უჭირავს, მუხლში უშველის, მოხუცებს კი გაეხარდებათ,
იქნებ ძაღლებსაც შეეშინდეთ და
აღარ უღრინონ.
ვინ არის ეს კაცი?
კარგი კაცია, ჯოხი უჭირავს მისივე ტანის.

ვინ არის ეს კაცი? უცხო კაცია,
საეჭვოც არის მასში ეს სიუცხოვე.
კარგი კაცია?
ხელში მათრახი და გვერდით ცხენი.
ვინ არის ეს კაცი?
მოდით, გავიგოთ.

ვინ არის ეს კაცი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები