ეზოში ბრწყინავს თოვლი და ყინვა, ტოტებში ქარის ყმუილი მეფობს, ჩემს სულში ახლა იმ პოეტს სძინავს წლების წინ ცოლად გაყევი შენ რომ.
ფანჯრიდან მოჩანს ნათეთრი გორა, მთვარე ჩამოდის თოვლიან ფერდობს, ჩემს სულში ახლა ის კაცი ბორგავს ცოტა ხნით მარტო დატოვე შენ რომ. ზამთრის სიმღერას არ უჩანს ბოლო - მაინც ვაჯობებთ სუსხიან სეზონს, ჩემს სულში ახლა ის მამა ცხოვრობს ორი სიცოცხლე აჩუქე შენ რომ.
გაქრება თოვლი, ღამე და ქარი ეზო და ბაღი, გათბება სახლიც, ჩემს სულში ახლა ის ბიჭი მზეობს შენი სიცოცხლე მიუძღვენ შენ რომ.
ეზოში ბრწყინავს თოვლი და ყინვა, ტოტებში ქარის ყმუილი მეფობს, ჩემს სულში ახლა იმ პოეტს სძინავს წლების წინ ცოლად გაყევი შენ რომ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|