„არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“
ცრუ მოწმეო, მარღვეველო მეცხრე მცნების, ცილს რომ სწამებ, გეშინოდეს შეცოდების, მოკვდები და მახინჯური შემეცნებით სულს დაღუპავ სამუდამოდ, ვერ ცხონდები.
შენი ენის შხამიანი საცეცებით, მსხვერპლს დასუსხავ და მის სიკვდილს ელოდები, მაგრამ გულის უკიდურეს გამხეცებით სულს იშხამავ სამუდამოდ, მეცოდები.
28 მაისი, 2025 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|