მიხეილ ლერმონტოვი - თქმული სიტყვები ზოგი...
თქმული სიტყვები ზოგი უმნიშვნელოა, ძნელად გასარკვევი, თუმც მოგვგვრის მათი მოსმენა ღელვას.
სავსეა შლეგურ ნდომით სიტყვათა ჟღერა მწველი, ტკბილ პაემნების კრთომით, გაყრის თანმდევი ცრემლით.
სამყაროს ღრიანცელში პასუხს ვერ პოვებს, დვრიტად სინათლესა და ცეცხლში დაბადებული სიტყვა.
საყდარში, ბრძოლის ალაგს, სადაც არ უნდა ვიყო, როცა გაისმის ახლად, ძახილს ყოველთვის ვიტყობ.
არ დავასრულებ ლოცვას და პასუხს გავცემ მყისვე, ბრძოლასაც შევწყვეტ, როცა მიხმობს და გავწევ მისკენ.
6 დეკემბერი, 2025 წ.
Михаил Лермонтов - Есть речи – значенье
Есть речи — значенье Темно иль ничтожно, Но им без волненья Внимать невозможно.
Как полны их звуки Безумством желанья! В них слёзы разлуки, В них трепет свиданья.
Не встретит ответа Средь шума мирского Из пламя и света Рождённое слово;
Но в храме, средь боя И где я ни буду, Услышав, его я Узнаю повсюду.
Не кончив молитвы, На звук тот отвечу, И брошусь из битвы Ему я навстречу.
1840
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|