ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2009


*****************

ტუჩს გაგბნევია ლაღი ღიმილი
ზღვას ნადარები...
ზურმუხტის ტბაში  მზეს ასველებს
შენი თვალები...
მაჩნიხარ, ყველგან შენ დაგეძებ,
შენ გელოდები...
გთხოვ არ დამაწყო ხევსურის ქალს
გულზე ლოდები...
მკერდში ჩავიკრავ შენს თბილ თითებს
სხვას რას ვინატრებ?!
მაგ გიჟმაჟ სულსაც შევიყვარებ,
არც კი ვინანებ...
წავიდეთ მთაში
ვემეზობლოთ რძისფერ ქარაფებს,
ჩვენს წმინდა კერას მზე მოუქსოვს
ოქროს დარაბებს..
წავიდეთ სადაც მთის ჩანჩქერი
მოთქმოთ ღრიალებს...
შენი ვიქნები და
სიყვარულს გაგიზიარებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები