ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2009


მშვიდი ცხოვრება არაა საჩემო

მშვიდი ცხოვრება არაა საჩემო,
არც სიმშვიდეში ლოცვის მოსმენა,
დუნე ფიქრები უნდა გავრეკო,
უნდა გაჩვენო გიჟის ცხონება.
ავიხლართები ვიცი ქაოსით,
მაგრამ სიმშვიდეს კი მირჩევნია,
შლეგის სუნი მცემს უკვე არეულს
ეს ხასიათი უფრო ჩემია!
მზესთან სურვილად  ავირეკლები,
(დაბლა მიწაზე აბა რა მინდა),
ამ სიმშვიდეში  ხომ გავგიჟდები
ეს გაგიჟება ამად არ ღირდა?!
სუნთქვა მეშლება,პულსი დაირღვა
სულის კარებთან მარაგს მომაწვდი?
მომე სიმშვიდე ეგეც შლეგია,
მოდი, მომე , ან მხრებზე მომაცვი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები