ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
=9 აპრილები ანუ გვინდა ვიყოთ პატრიოტები=
დრო ყველაფერს გვაჩვენებს მანამ თუ არ დავიხრჩეთ, ჩავატარებთ არჩევნებს- ვიღაც ყლეებს ავირჩევთ. ოჯახებით,სარჩელით, დაკავდება გონება, ოლიგარქებს დარჩებათ მთელი ჩვენი ქონება. როცა ვიგრძნობთ თავს კარგად დედას მოვტყნავთ ერთურთის და იმასაც დავკარგავთ რაც ჯერ კიდევ გვეკუთვნის. კოტე ყუბანეიშვილი =(უკვე) ისტორიიდან=
10 (ან 11, ზუსტად არ მახსოვს) აპრილი,1989 წელი. 5 წლის ვიყავი მაშინ, სახლში ვიყავით.დედამ ჩამაცვა,ხელი ჩამკიდა და რუსთაველზე წამიყვანა.მაშინ (უბრალოდ) დედამ გარეთ გამიყვანა წესისამებრ და მეც ჩვეულებრივად მიხაროდა სასეირნოდ გარეთ გასვლა(ალბათ).გარკვევით არ მახსოვს არაფერი.მახსოვს მთავრობის სახლის წინ გორებად მოგროვილი ფერადი( და ალბათ უფრო სისხლისფერი) ფეხასცმელებიეს ერთადერთია რაც გაურკვევლად მახსოვს და მახსოვს (გარკვევით) პუშკინის ბაღთან ტროტუარებზე ამოსული ტანკების და “ბეტეერების” მწკრივი და ისიც მახსოვს როგორი ემოციით ვუყურებდი ნამდვილ ტანკებს,ოღონდ ეს საერთოდ არ იყო ის ემოცია,რაც უნდა მქონოდა(მაგრამ მე ხომ 5 წლის ბავშვი ვიყავი მაშინ და ალბათ ის ემოცია უნდა მქონოდა რაც მქონდა). ემოცია ალბათ ასეთი იყო: “ეეეე!(დიდი თვალებით) ნამდვილი ტანკებიიიიი!!!”.აი ესაა სულ,რაც მახსოვს.
=2001 წელი=
ბავშვობაში მინდოდა “გამოვსულიყავი” მხატვარი,მეტი არასდროს არაფერი მდომებია(“ვინ მინდა გამოვიდე”-ს საკითხში) ხოდა “გამოვედი”; მცირედი ცვლილებით- მხატვარ-არქიტექტორი. 2001 წლის მარტში(სკოლას ვამთავრებდი და “ჩაბარების დრო” ახლოვდებოდა) ვთქვი სახლში,რომ სამხატვრო აკადემიის გარდა არსად ჩავაბარებდი.ისე მანამ არასდროს მითქვამს ბავშვობის მერე, რომ მხატვარი მინდა ვიყო.მოკლედ-ჩემი განცხადება სახლში საკმაოდ მოულოდნელიც იყო და ამავდროს თითქოს დედაჩემი ელოდა კიდეც ამ განცხადებას.განაცხადი ყოველგვარი განხილვის გარეშე ჩაჯდა დღის წესრიგში და დაიწყო სისრულეში მოყვანა ჩემი სურვილის. მაისში მისაღები გამოცდები ჩავაბარე და გავხდი სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი.ეს ის პერიოდი იყო,როდესაც სკოლებს შეშის ან “სალიარკის” “Fფეჩებით” ათბობდნენ. Aაკადემიას თავისებური მეთოდი ქონდა გათბობის-არაყი!!!
=2004 წლის 9 აპრილი=
9 აპრილი დაღამდა იმ დღეს.სარეპეტიციოდან მოვდიოდით.მეგობრის უბანს რომ მივუახლოვდით, ერთი ბოთლი არაყი ვიყიდეთ და ისე განვაგრძეთ გზა.კარგი საღამო იყო და ამიტომ გარეთ გადავწყვიტეთ დალევა. ეს ის 9 აპრილი იყო,როცა პირველად მივხვდი რატომ წამიყვანა დედამ 1989 წლის 10 აპრილს რუსთაველზე და რა უნდოდა რომ ეთქვა ამით.ხოდა 2004 წლის 9 აპრილი ის დღე იყო,როცა დედაჩემის ნათქვამი გავიგე,მივხვდი,შევიგრძენი და მადლიერების გრძნობა გამიჩნდა დედაჩემის მიმართ.
=2009 წლის 9 აპრილი=
დრო ყველაფერს გვაჩვენებს მანამ თუ არ დავიხრჩეთ, ჩავატარებთ არჩევნებს- ვიღაც ყლეებს ავირჩევთ. ოჯახებით,სარჩელით, დაკავდება გონება, ოლიგარქებს დარჩებათ მთელი ჩვენი ქონება. როცა ვიგრძნობთ თავს კარგად დედას მოვტყნავთ ერთურთის და იმასაც დავკარგავთ რაც ჯერ კიდევ გვეკუთვნის. კოტე ყუბანეიშვილი
ჯერ უნდა ნახო ღამის პატრული მერე იქნება ფილმი მხატვრული, მერე კი ისევ კურიერია, მანამ თუ გული არ აგერია
კოტე ყუბანეიშვილი
შეიძლება მოიგო ომი ძალადობის გარეშე
ირაკლი ჩარკვიანი
2009 წელი/19 აპრილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეს არ ვიცოდი და მომხვდა... ისევ... მიყვარს პაციფისტები!! ეს არ ვიცოდი და მომხვდა... ისევ... მიყვარს პაციფისტები!!
5. მხატვრები პოეტებზე და მწერლებზე უფრო საინტერესო ხალხია;;)
საყვარელი ნაწერია,მსუბუქი და გასაგები ,მგონი პირველად შენთან რომ გულწრფელი მოწონებით გავდივარ:D
მოგიკითხე B-) მხატვრები პოეტებზე და მწერლებზე უფრო საინტერესო ხალხია;;)
საყვარელი ნაწერია,მსუბუქი და გასაგები ,მგონი პირველად შენთან რომ გულწრფელი მოწონებით გავდივარ:D
მოგიკითხე B-)
4. "ბავშვობაში მინდოდა “გამოვსულიყავი” მხატვარი,მეტი არასდროს არაფერი მდომებია"
ჰმ... ვხატავ... და მიხარია.. რომ ვხატავ....
მეც დედაჩემს ვმადლობ იმ აღქმებისთვის, რომლითაც ვცხოვრობ აგერ უკვე 22 წელია :)
"ბავშვობაში მინდოდა “გამოვსულიყავი” მხატვარი,მეტი არასდროს არაფერი მდომებია"
ჰმ... ვხატავ... და მიხარია.. რომ ვხატავ....
მეც დედაჩემს ვმადლობ იმ აღქმებისთვის, რომლითაც ვცხოვრობ აგერ უკვე 22 წელია :)
2. მე ლექსები უფრო მომეწონა:D მაინც ჩემი 2 ქულა :-* მე ლექსები უფრო მომეწონა:D მაინც ჩემი 2 ქულა :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|