ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: manana
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2009


მინდოდა მეთქვა...

            მინდოდა მეთქვა-
            როგორ ძლიერ მიჭირდა შენთან
            განშორება და კვლავ შეხვედრა-
            უფრორე მეტად...
            მინდოდა მეთქვა-
            როგორ სცემდა გული ფრიალით;
            რომ შენს მაგივრად შხამს შევსვამდი
            თუნდაც ფიალით...
            მინდოდა მეთქვა-
            გულით აპრილს დავატარებდი,
            თუ ორიოდ წუთს ჩემთან ერთად
            გაატარებდი... 
            მინდოდა მეთქვა-
            ჩემთან იყავ მუდამ,- ფიქრებში
            და ვოცნებობდი - ოდესმე ჩვენ
            ერთად ვიქნებით...
            მინდოდა მეთქვა-                                               
            რამდენჯერ მე ვერ ვთქვი სათქმელი,
            როგორ მბორკავდა გაგონებაც
            შენი სახელის...
            მინდოდა მეთქვა-
            სულ მინდოდა, მინდოდა მეთქვა
            და ამ სურვილმა გული ჩემი
            კოდა დ ხეთქა...
            მინდოდა მეთქვა-
            შენი თვალით ვხედავ ყველაფერს,
            თუმცა ვიცოდი - ვერ გეტყოდი
            მაინც ვერაფერს...
                      . . .
            მინდოდა მეთქვა-
            ნეტავ მეთქვა! -მკლავს სინანული,
            მაგრამ ვერაფერს ვეღარ გეტყვი-
            დროა გასული....
 
                 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები