ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2009


პასუხად ეს იყოს

იცი, როგორ მიყუჩდება ფორიაქი,
შენზე ბევრი სითბო აღარ მენანება,
ზღვის ქაფიდან მოგიტანე ნიჟარები,
და ტალღებთან საცეკვაოდ მეჩქარება.

გამაღიმე,რომ ღიმილი შეიყვარო,
უFF,რამდენი ვიკეკლუცე,ვიეშმაკე,
დამაცადე ამ ღიმილზე გაკოცნინო
და სუნთქვაზე გათვლევინო დღე და ღამე.


გეძახოდე,დაძახება არ გესმოდეს,
გიჩურჩულო და  ჩურჩულით შემამჩნიო,
პირველსა და უკანასკნელს დღეებს შორის
შენთან ერთად ყოფნის წუთი შევარჩიო.

როგორ იცის მიყუჩება ფორიაქმა
როცა თვალებს შეშლილივით ეფერები,
მოდი! ჩემი ლურჯი ზღვები შენი იყოს,
იცურე და არ შეტოპო გეხვეწები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები