ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2009


s-u

                                                        სალაღობო

არის ჟამი სიხარულის,
როცა ჩემთან ხარ,
არც დავეძებ ჟამსს სევდისას
აღარც  მოვა უკვე,
უსაშველო არაფერია
ამ ცის ქვეშეთში,
გახსოვს წეღან  მითხარი
და როგორ მესალბუნე.
კლიმატია არეული,
გარეთ სიცივეს
თავს მოვუყრი ხელისგულით,
ასე  დავთბილავ
უსაშველო არაფერი
მაინც არ არის
არც გაზაფხულს გავაცილებ
ასე დამცინავს.
ჯერ ადრეა, დასიცხული
მზერით მიგაგდო,
სჯობს ბავშვობით გეთამაშო,
უფრო მწველია,
მომიძებნოს დასასრული,
ქარმა ინაგლოს
მაისსაც რომ მიადგება
ისიც ჩემია.
უსაშველო არეფერი
ჯერ არ ყოფილა
არც გრძნობაა უსაშველო,
ვერ დაინახე?
სიხარულის ჟამია
და გინდა ვიჟამო?
თუ სიყვარულს
ამჯობინებ,
შენვე მიჰქარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები