| ავტორი: manana ჟანრი: პოეზია 20 მაისი, 2009 |
კვლავ დაუდგა ჩვენა ქვეყანას ავი დრო და დროება: სიცრუე და უზნეობა ჭანგასავით მოედვა, ყველაფერი გაიყიდა, გამოუჩნდა "პატრონი," ჩვენი ხალხი მონა გახდა, უცხოელი - ბატონი... მონად ვართ გაყიდული უცხო ქვეყნის ბანკების, ახალგაზრდობას "ასაქმებს" აქ "ბიზნეს-ბარდაკები", უოჯახოდ ბერდებიან ჩვენი გოგო-ბიჭები, უქმად ყოფნამ შეიწირა ახალგაზრდა ნიჭები... ჩვენი თაობა წავა და ვინ დარჩება სანაცვლოდ?- ყველა მოსული ეცდება ჩვენსას თვისი ანაცვლოს... ასე წავა ქართველობა,-თანთან, ომის გარეშე. ადგილს დაეპატრონება მოსული მოთარეშე... რა ვერაგი გეგმა არის, რა ბოროტი გენია - ბევრი, ვითომ მოამაგე,- ჩვენი ქვეყნის მტერია... რა ხანია, რაც მოვჭერით ჩვენი დამჭერი ტოტი, რა ხანია, ძირს ვეშვებით, გვეტირება პატრონი...
ღმერთო, იქნებ შენ გვიშველო, რომ დარისხონ ზარებმა:- ჩვენი შვილები არ დარჩნენ "ბოლო მოჰიკანებად!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გვეტირება პატრონი.. გვეტირება პატრონი..
12. რითმები არ მომეწონა
თუმცა ლექსის მორალი ძალიან დადებითია :) რითმები არ მომეწონა
თუმცა ლექსის მორალი ძალიან დადებითია :)
10. გულწრფელია. გულწრფელია.
9. დავიგრუზეე :( დავიგრუზეე :(
8. იმედი არ უნდა დავკარგოთ.... იმედი არ უნდა დავკარგოთ....
6. მხოლოდ ღმერთის იმედი არას გვარგებს,ჩვენც უნდა ხელი გავანძრიოთ...ლექსადწყობა ბევრი ვერაფერი. მხოლოდ ღმერთის იმედი არას გვარგებს,ჩვენც უნდა ხელი გავანძრიოთ...ლექსადწყობა ბევრი ვერაფერი.
5. ღმერთი აუცილებლად გვიშველის, გადაგვარჩენს... ღმერთი აუცილებლად გვიშველის, გადაგვარჩენს...
4. კვლავ დაუდგა ჩვენა ქვეყანას ავი დრო და დროება:
კვალავ კი არა რაც თავი მახსოვს სულ ესეთი ავი დროება გვიდგას და :( კვლავ დაუდგა ჩვენა ქვეყანას ავი დრო და დროება:
კვალავ კი არა რაც თავი მახსოვს სულ ესეთი ავი დროება გვიდგას და :(
3. მწარეა რეალობა. მწარეა რეალობა.
2. ვეთანხმები ჩემს წინამორბედს! :) ვეთანხმები ჩემს წინამორბედს! :)
1. გულისტკივილი გასაგებია როგორც ლექსი არ მომეწონა! გულისტკივილი გასაგებია როგორც ლექსი არ მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|