ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2009


წამო ქარო

წამო ქარო,გავაგიჟოთ
ცაში თეთრი ღრუბლები,
გავაშიშვლოთ ტყემლები და
ავაცეკვოთ ფრინტები.
წამო, ლოყა დავუკბინოთ
ცხრათვალა მზეს ზეცაზე
ალუბლებიც ვაკანკალოთ
შენი გულის ფეთქვაზე.
ვეკეკლუცოთ თან გაზაფხულს
შემოვიცვათ აპრილი
და თვალებზე დედოფლებად
წვიმის წვეთი დაღლილი,
ჩამოჯდება ,დამიმძიმებს
წამწამების ნაპირებს,
იქნებ ვეღარც მოითმინოს
ტუჩებამდეც ჩავიდეს.
წამო ქარო,ავიტანოთ
სიყვარული ღრუბლებში,
იქ ისეთი სიმშვიდეა
ჩაგიჯდები უბეში.
თავზე ხელი გადამისვი,
მიჩურჩულე: ,,სუნთქვა ხარ"
და ნიავიც დამაფარე
გავცივდები, სულ ცაა.
წამო ხელი ჩამჭიდე და
ეხლა ქვევით ჩავიდეთ,
ამ თამაშით მოვიქანცე
ახალ თამაშს ვაპირებ…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები