ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2009


ძილი დამათრობს...

ფიქრებს მოცელავს ნახევარმთვარე,
იმ დღეს ღრუბლებს რომ გაულესიათ.
მერე დაღალულთ დავხუჭავ თვალებს,
მოცელვამდე რომ გაუთევიათ...

ძილი დამათრობს მრავალი წამით,
ფიქრებს გადაყრის შორს.
მერე მომეხვევა და მეტყვის: გათბი !
და გადამაფარებს თოვლს.

შფოთვა არ მაწუხებს,გრადუსს უფრთხობია,
საბანიც უგრძნობლად მათბობს.
წუხელ,რომ მეძინა,გრძნობებს უთოვია,
მე კი "ძილკოჰოლი" მათრობს.

მუზა ხან მომივა,ხან შორს გაფრინდება,
რაღაც შეაწუხებს თითქოს.
მაგრამ,რომ დავფიქრდე,პირიქით ხდება და
ხან სხვა რამეზე მოდის,ხან ეჩვევა სითბოს.

და ფიქრებს მოცელავს ნახევარმთვარე,
ქარი ატრიალებს ქარს.
რამე მასმიე  და სადმე გადამკარგე.
ვიცი შეიძლება! მწამს.


მერე დაჩაგრულთ დავხუჭავ თვალებს,
მოცელვამდე რომ გაუთევიათ.
სულის საზღვრებს გავხსნი,გრძნობას ავარიდებ,
იმ დღეს კუპიდონს რომ გაულესია...



                                                                                                                                                            __თამუნია__

                      (ძილკოჰლი არ ვიცი მაგრამ ალ_კოჰოლს უმოქმედია ამ ლექსზე :P ))
                          (მოკლედ რას მიშვრება ეს სადისტი მუზა რა :(( ))

                                                                                                ((თავს ვიმართლებ :D ))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები