ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2009


საქართველო

    ###
შენზე დარდი და შენზე ფიქრები,
არასოდეს აღარ დამიმთავრდება,
შენი ლამაზი მაღალი მთები
სიზმარშიც ცხადად მომელანდება,

არავინ დარჩა რომ დაგიფაროს
"თურქთა" წყეული ურდოებისგან,
ყველა დამცირდა, ყველა გაირყვნა,
მაგ დაწყევლილი სავარძლებისგან.

აღარც დავითი, აღარც დემეტრე,
აღარც გიორგი,აღარც ერეკლე,
არ ჩანს თამარი,არ ჩანს თევდორე,
ყველა შეცდომა გავიმეორეთ.

"ვაი საცოდავო საქართველო, საით მიექანები."

ქართველის ენამ ეგ როგორა თქვა,
მაგრამ ეგ დრომ ქნა, დრო კი გაფუჭდა,
მაგრამ ქართველი და საქართველო,
არასდროს აღარ გადაგვარდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები