ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2009


ქალური ვნებები მიწაში ჩავუშვა

მე მითხრეს მოწყენა საშინლად მიხდება
განწყობას დავიგდებ სულ დაბალ წნევამდე,
ისეთი დარდის და ტკივილის ,ფონია
სიფითრეს ამ ფონზე მზის  აბებს შევაწევ.

მე მითხრეს ბავშვობა მიხდება საშინლად,
მოვიცლი  ჭაღარებს ლამბებად შერჩენილს,
ცხოვრება ხანდახან შიშველთა დოღია,
მაოცებს სიშიშვლე,სირცხვილის შედევრი.

უსაშველოა ყოველთვის რაც მინდა
და მიღირს ტკივილი წარსულით დავტვირთო,
ბავშვობის წლები კი  ჯერ თბილი გვამია,
ინახავ ამ წლებს და ის მაინც ნამდვილობს.

ვიჯერებ… მიხდება მე ასე  ცხოვრება,
რაც მინდა და როგორც, ვაკეთებ ამავდროს,
გავთხოვდი  მაისზე  და მერე ზაფხულმა
ივნისთან ღალატზე მალევე წამასწრო

მე მითხრეს მიხდება ამ ფერის ხვეული,
მილაგებს ჭაღარებს ორწყებად, თან უნდა
ვიცხოვრო ბავშურად, ბავშვობით დაცული,
ქალური ვნებები მიწაში ჩავუშვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები