ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Fuckerman's Song
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2009


=ძველი ფოტოდან (ჩემს თავს)=

სარკეში ვუყურებ
ჩემს (უკვე) შეცვლილ
სახეს (და არ მომწონს);
თუმცა,
არ დავკარგე.
მერე სარკის მიღმა
მოტივტივებენ
(უკვე წარსულიდან)
ჰაშიშით გაბოლილი
ოცნებები-
რა დრო "დავკარგე"?!
ყველგან ვიცხოვრე-
უფერულობით მოცულ
ფერებში.
მოვედი თქვენამდე
და
გითხარით,
რომ "შევიცვალე":
(გამარჯობათ,მე ადამიანი ვარ).
ხშირად ვუყურებ
ძველ ფოტოებს (ბოლო დროს)
და ვიხსენებ:
ბავშვიც ვიყავი,
კარგი ბავშვიც,
შვილიც ვიყავი-
ხანდახან ცუდი.
დიდიც ვიყავი-
ღრმა მოხუცი.
იქნებ მოვკვდი კიდეც,
თუნდაც შვიდასჯერ
და ისევ აქ ვარ-
არ შევიცვალე.
სარკეში ვუყურებ
ჩემს შეცვლილ
სახეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები