 | ავტორი: ჩეგევარა ჟანრი: პროზა 18 ივლისი, 2009 |
მზეს დაუგია ფფოთლის ლეიბი, მზე შენს საფლავზე ფოთლებს ახუნებს... შენ ხომ გიყვარდა სმა და ქეიფი, მოვალ და... ჭიქა მომიჭახუნე! ბექა ახალაია
მე და ბაბუა გაღმა სოფლიდან მოვდიოდით, გზად სასაფლაო უნდა გამოგვევლო. -გაჩერდი ბაბუ!_ მითხრა ბაბუამ. -რა იყო?_ვკითხე გაკვირვებულმა. -ძროხას ხო ხედავ სად დგას?_შემომხედა ბაბუაჩემმა. -რომელი, შავი?_ვკითხე მე. -არა წითელი, ცალი რქა რომ არა აქ. -ხო მერე? -იმ ადგილას უნდა დავიმარხო და შენ იცოდე, სხვაგან არ დამასაფლაონ,ხო დაიმახსოვრებ? -კი,მაგის დამახსოვრებას რა უნდა! ვთქვი მე და ფერდობი ჩავირბინე.
მეორე დღეს ბაბუა თოხის ტარს თლიდა, უცებ გაჩერდა და დამიძახა. -რა გინდა ბაბუა?_მივირბინე მე. -ის ადგილი გახსოვს ბიჭო გუშინ რო გითხარი?_შემეკითხა ბაბუა. -როგორ არა სულელი კი არა ვარ!_ვიწყინე მე. -აბა სად იყო!_გამომცდელად მიყურებს ბაბუა. -წითელი ძროხა არ იდგა?ცალი რქა რო არ ქონდა!_ნიშნი მოვუგე მე. -ბიჭო,რო არ დაგხვდეს ის ძროხა იმ ადგილზე, რას შვრები მერე ხო დამტოვე დაუმარხავი?_დამძახა ბაბუამ და სიცილი აუტყდა.
ბიჭი ქვაზე დაღვრემილი იჯდა. ცოტა მოშორებით ოთხი კაცი ლაპარაკობდა. -არ გაითხრება მანდ, ქვიანი ადგილია და მესაფლავეები გაწვალდებიან!_თქვა მსუქანმა კაცმა და ხელით იმ ადგილზე ანიშნა, სადაც ბიჭი იჯდა. -მაშინ აქ გაითხრება, გადაწყვეტილია!_ჩაილაპარაკა ულვაშიანმა და დაბლა წამოვიდნენ. - წავედით არ გაითხრება მანდ, ცოტა ზევით უნდა დავმარხოთ!_უთხრა ულვაშიანმა ბიჭს,ცოტა რომ გაიარეს ერთმა უკან მოიხედა და გაჩერდა. ბიჭი თავჩაღუნული ისევ იქ იჯდა. კაცები უკან დაბრუნდნენ. მსუქანმა ბიჭს მხარზე ხელი დაადო, ბიჭმა ცრემლიანი თვალებით ამოიხედა და ყველა სათითაოდ შეათვალიერა. -ბაბუმ აქ დამასაფლავეო და თქვენ კი...!_ვერ დაასრულა სიტყვა და ატირდა. ყველამ ერთმანეთს შეხედა, ყველას თვალები მოსწყლიანებოდა. -აქ უნდა დაიმარხოს!_თქვა ერთმა, ბიჭს მხარზე ხელი მოხვია და ფერდობზე დაეშვნენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. მომეწონა :) +2 მომეწონა :) +2
28. მეც მანდ დამმარხეთ რა :D მეც მანდ დამმარხეთ რა :D
27. კარგი პროზაა. კარგი პროზაა.
25. გამარჯობა.. ძმა.. გამარჯობა.. ძმა..
24. ემოციუურ:( ძალიან სევდიანია ემოციუურ:( ძალიან სევდიანია
22. კაი კაცი ხარ!
5! კაი კაცი ხარ!
5!
21. ცრემლები წამომივიდაა :( მიყვარხაარ ! :-* ცრემლები წამომივიდაა :( მიყვარხაარ ! :-*
20. :( სევდიანია ირაკლი... :( წეღან წავიკითხე ეს. :( სევდიანია ირაკლი... :( წეღან წავიკითხე ეს.
19. მომწონს შენი პროზა იკა... კარგია... ფილმი "მემკვიდრეობა" გამახსენდა... მოგიკითხე... მომწონს შენი პროზა იკა... კარგია... ფილმი "მემკვიდრეობა" გამახსენდა... მოგიკითხე...
18. მართლაც სევდიანი ამბავია... მართლაც სევდიანი ამბავია...
17. ყველამ ერთმანეთს შეხედა, ყველას თვალები მოსწყლიანებოდა. -აქ უნდა დაიმარხოს!_თქვა ერთმა, ბიჭს მხარზე ხელი მოხვია და ფერდობზე დაეშვნენ. :(:(:( ყველამ ერთმანეთს შეხედა, ყველას თვალები მოსწყლიანებოდა. -აქ უნდა დაიმარხოს!_თქვა ერთმა, ბიჭს მხარზე ხელი მოხვია და ფერდობზე დაეშვნენ. :(:(:(
16. მართლა კარგად წერ :) მართლა კარგად წერ :)
15. კარგია, ჩე... გემუდარები, დროს ნუ ფლანგავ პოეზიაზე... მაგრად გამოგდის პროზა! 5 კარგია, ჩე... გემუდარები, დროს ნუ ფლანგავ პოეზიაზე... მაგრად გამოგდის პროზა! 5
14. ამატირე ხო? მარგად წერ!!!!!!!!!!! ამატირე ხო? მარგად წერ!!!!!!!!!!!
13. კარგია...გულში წავიდა...555555555 კარგია...გულში წავიდა...555555555
12. საღოლ ძმა ! საღოლ ძმა !
11. MARKO ეს ადრეც მქონდა წაკითხულიი :) კარგია... და მოკითხვა ჩემი სასახლის რაინდს გვანციოლა ვივალდისგან :D MARKO ეს ადრეც მქონდა წაკითხულიი :) კარგია... და მოკითხვა ჩემი სასახლის რაინდს გვანციოლა ვივალდისგან :D
10. ადამიანური და თბილი. მახსოვდა ტექსტი:) ადამიანური და თბილი. მახსოვდა ტექსტი:)
9. არ გინდა ერთია ძმა ;)
ნადა ფედია, ნადა! :)
ასე თუ ყარე შენ აზრები და მერე დაგრუზვას დააბრალე აბესალომივით მოგივა :)) არ გინდა ერთია ძმა ;)
ნადა ფედია, ნადა! :)
ასე თუ ყარე შენ აზრები და მერე დაგრუზვას დააბრალე აბესალომივით მოგივა :))
8. კარგია, მაგრამ ერთი-ორი წინადადება, უფრო მოხდენილს გახდიდა. კარგია, მაგრამ ერთი-ორი წინადადება, უფრო მოხდენილს გახდიდა.
7. რავიცი ბექუშ დავიგრუზე რაღაცაზე და არა მაქ მაგისი თავი...თან არ მინდოდა ამის გამხატრულება... რავიცი ბექუშ დავიგრუზე რაღაცაზე და არა მაქ მაგისი თავი...თან არ მინდოდა ამის გამხატრულება...
6. ბიჭო გასაგებია მარა, რეჟისორი და ხელოვანი რომ ხარ, ცოტა მხატვრულობა შეიტანე, ძლიერი თემაა და აუბრალოებ ფინალით ! რო არ შეგეძლოს არც გეტყოდი! ბიჭო გასაგებია მარა, რეჟისორი და ხელოვანი რომ ხარ, ცოტა მხატვრულობა შეიტანე, ძლიერი თემაა და აუბრალოებ ფინალით ! რო არ შეგეძლოს არც გეტყოდი!
5. რავიცი...როგორც მოხდა ისე დავწერე... რავიცი...როგორც მოხდა ისე დავწერე...
4. სევდიანია, ჰო... სევდიანია, ჰო...
3. ბიჭო, ყველაფერი კარგია და გასაგები, მარა ასე რევოლუციური მჟღერადობის ლოზუნგით რო არ დაგემთავრებინაარ შეგეძლო? ::D
აქ უნდა დაიმარხოს! რა არი ეს? :))
ზდეს პრაშლი ტანკი ლეიტენანტა მახარაშვილი! :D ბიჭო, ყველაფერი კარგია და გასაგები, მარა ასე რევოლუციური მჟღერადობის ლოზუნგით რო არ დაგემთავრებინაარ შეგეძლო? ::D
აქ უნდა დაიმარხოს! რა არი ეს? :))
ზდეს პრაშლი ტანკი ლეიტენანტა მახარაშვილი! :D
2. სევდიანია :( +2 სევდიანია :( +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|