ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2009


რისკის ფაქტორი

ცხოვრებას ვივიწყებ. ორმაგი დამისხით,
ტკივილი მოკვდება ჭიქაში ვისკის,
მე სიკვდილს ჩავხედავ გაყინულ თვალებში.
სასმელი პირველი ფაქტორი რისკის.

მეწამულ ჭიქაში, ყინულის მაგივრად
სიჩუმის, ტკივილის და შიშის ბლუზია
და ქრება ფერებთან ერთად თამაში,
ცხოვრების საწყისის ტკბილი ილუზია.

და ბოლო ულუფაც გამდნარი ვერცხლივით,
სულ ბოლო სიცოცხლის აკორდსაც მოკლავს.
დაიწყებს სიკვდილი ცეცხლოვან თვალებით,
სამსხვერპლოს გარშემო ჟინიან როკვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები