ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
4 აგვისტო, 2009


ნიკას ცუგა


ბატიბუტის  ფერი,
ბატიბუტის  მსგავსი,
ცუგრუმელა  ცუგა
დასუნსულებს  სახლში…

მხიარული,  ცელქი,
შავთვალა  და  შავდრუნჩა,
ჰგავს  ნახატი  ფილმის
სასაცილო  დათუჩას…

ვერსად  ნახავთ  ასეთ
ბუთხუზას  და  სულელს…
მრგვალ,  დაჭყეტილ  თვალებს
არც  კი  აფახულებს…

დასდევს  ყეფით  ნიკას
და  კუდს  აქიცინებს…
ვისაც  სიცილი  სურს,
სწორედ  აქ  იცინებს!..

შესციცინებს  ნიკაც
თავის  ციცქნა  ცუგას…
-  ღმერთსაც  უყვარს,  ვისაც
ცხოველები  უყვარს!..


19  აპრილი  1997
ნიკას  ორი  წლის  იუბილეზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები