ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2009


###

ლექსი საყელურით დამაქვს ჩემს ნებაზე,
ფრაზებს ალიკაპი რითმად ავაკარი,
მოდი საჩვენოსკენ,გულო რას შაშხანებ,
მზე ალეწილა,როგორც ნაკვერჩხალი.

ვეღარც მივაღწიე ,ცაა გაჩერება,
ზამთრის ლოგინი დგას ჯერაც ხელუხლები,
ღამეს საქანელად მთვარე უკიდია,
მე კი მიწას ალბათ ცოდვად  მოვუხდები.

მხრებზე დაკიდული თმები გავისწორე,
ამოკრეფილ კერტებს,ქარი უშნოდ ბღუჯავს,
ერთი კოცნის მეტით ვეღარ შეგიყვარე,
ნუღარ მაშტერდები ,ტანზე ეგრე კუშტად.

ისევ ჩავიხედე სულში უნებართვოდ,
ისევ მომიწია გულთან ჩაჩოქებამ,
მორჩა !მე ლექსებით აღარ ვლაპარაკობ,
უნდა მოგაბეზრო ჩემი გაჩუმება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები