ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ვერ გავბედე მეთქვა შენთვის

სველმა ღამემ კაბასავით მომიჭირა,
მის ნებაზე მიტრიალებს  ქარიც ნერვებს,
მე კი ასე უსინდისოდ  დღეს რომ მცივა,
არასოდეს შემცივნია...ვერ გავბედე

მეთქვა შენთვის , რომ ალერსი მეცოტავა,
ლოდინსაც კი ვეკოხტავე საღამოთი,
დარდი მაინც ხვალ დილამდე მეყოფა და
მერე ისევ ავივსები წვიმის მოსვლით.

ვირუსივით შემიბრუნდა  ცხოვრება და
შავ კაბაში წვრილი წელი უჩანს ღამეს,
ღვთისგულისთვის ,ზეცას ნუ მომიგუდავ და
მოაჩოჩე მზე  ღრუბლების სუდარაზე.

სველმა ღამემ ბოღმასავით  მომიჭირა,
უსინდისოდ მომანატრა ცის ელფერი,
მეცოტავა  ქალურობა … თორემ  ენას
სისულეელის ლაპარაკში არ დავფენდი.

თან  დღეები  სულ ერთ ქვაბში იხარშება,
წამდაუწუმ  ცხოვრებით კი ვურევ იმდენს…
ვირუსივით შემიბრუნდა ბავშვობა და
ღვთისგულისთვის, თუ მოვხუცდე გამაფრთხილე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები