გონს თეთრ ოთახში მოვედი... იმედია ცოცხალი ვარ, გავიფიქრე და წამსვე ავიშალე... პირველად საკუთარი სიცოცხლით როგორ დავინტერესდი? ნუთუ ისევ ისეთი ეგოისტი ვარ, როგორიც ადრე ვიყავი? ნუთუ, ანდრეას არსებობამ არ შემცვალა?... ვაიმე ანდრეა... მუცელი თავის ადგილას მაქვს იმედია ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მარტო რატომ ვარ? ეს რაღა "მილები" მაქვს ვენებში გაყრილი?.. გადასხმა რაში დამჭირდა? აქ ვინ მომიყვანა ნეტა?... ან როდის? რა დამემართა ასეთი? რა საშინელებაა არაფერი მახსოვს... ტატო სადღაა?... -ტატოოოო... ტატოოოო...
-ვაიმე მარი რა გჭირს? მოგიკვდი შენ.- შემოვარდა ოთახში სოფი ჩვეული ფაციფუცით,- ვის ეძახდი გოგო ეხლა სულ არ გადამაყენო ჭკუიდან... -ქმარს რომ დავუძახო არ შეიძლება?... -ვინ ქმარს გოგო ტატო სადაა აქ მერე? -აბა სადაა? არ დამტოვებდა ის მე ასეტს ეტყობა რაღაც ცუდი მოხდა რომ გადასხმას მიკეთებთ... მითხარი რა მჭირს? -მარიიიი ეხლა ნუ გადამრიე აზრზე მოდინ თუ გიყვარდე რა... დავიბენი მე ქმარს ვკითხულობდი, ეს კიდე აზრზე მოდიო... რა მჭირს უაზრობის? -საყვარელს ხომ არ ვკითხულობ ჩემი ქმარი მინდა... -გყაავს ქმარი?... -ქალო მე მოვიდე აზრზე კი არა რა დაგემართა, მეჯვარეც ხომ იყავი? -კი ვიყავი... -მერე ეხლა გადი და შენს სიძეს დაუძახეეეეეე... -მარი სად წავიდე მის დასაძახებად?... -სადაც არის... -ღმერთმა დამიფაროს გოგო მწყევლი?... -რას ქვია გწყევლი არ გრცხვენია?... -გიო მოდი მიშველე!!! გიო შემოვიდა, ტატოს ბავშვობის მეგობარი და მისი მეჯვარე.. -რა ხდება?... -ტატოს კითხულობს, მიშველე...
სოფის აეტირა გიოს ხელები აუკანკალდა, მეც ამეტირა ამათ დანახვაზე, ალბათ რაღაც მოხდა და არ მეუბნებიან, მაგრამ რა? -მარი შემომხედე და მითხარი არაფერი გახსოვს?.. ძლივს ამოშაქრა გიომ ორი სიტყვა. -რა უნდა მახსოვდეს მითხარით ნუ მაწამებთ!!! რაღაც ცუდი მოხდა რადგან ორივე განერვიულებულები ხართ, ალბათ მეც ვიცი რადგან "გაიხსენეო" მეუბნებით და არ მახსოვს მითხარით!!! -სოსო შენი დედა უნდა მოვ...ა შე ნაბი....ო!!! - დიღრიალა და სადღაც გავარდა ვერაფერი გავიგე. რატომ ტიროდა სოფი, რაომ აგინებდა გიო სოსოს, რატომ ვწევარ საავადმყოფოში და სადაა ჩემი ქმარი...
მეტი აღარაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ფრაგმენტებად ჩამიარა თვალწინ... ყველაფერი გამახსენდა და ის წუთები ვინატრე, როდესაც აღარაფერი მახსოვდა.. ეხლა ეხლა სხლში ვარ, ისევ ვწევარ ჩემს ოთახში და მარტოობას მხოლოდ სოფისთან საუბრით ვებრძვი... ველოდები ანდრეას დაბადებას და ძველი ამბების გახსენებითა და მოყოლით ვკლავ დროს... კი არა და ის მკლავს მგონი, თუ როგორც არის.
რას ვიხსენებ?.. ბევრ რამეს მაგალითად როგორ შემცვალა ანდრეას არსებობამ... -სოფი მოდი რაღაც უნდა მოგიყვე "მაგარი" რაღაც გამახსენდა... -გინდა თან ჩაი მოგიტანო, რძით შენ რომ გიყვარს ისე? -გიყვარვარ? -უსაზღვროდ... და რატომ მკითხე? -ხოდა თუ მასე გიყვარვარ, მე რომ მიყვარს მაგარი ყავა გამიკეთე და სიგარეტი მომეცი სანამ მხოლოდ მე და შენ ვართ გთხოვ... -შენ თუ ჩემი სიკვდილი გინდოდა პირდაპირ გეთქვა... გაეცინა. ვიცოდი, რომ ყავასაც მომიტანდა და სიგარეტსაც, ვუყვარვარ და იმიტომ. მისთვის ჩემი სურვილი ყველაფერზე მნიშვნელოვანია დასაშვებსა და დაუშვებელზე, ყველა წესსა და კანონზე, მოკლედ ყველაფერზე... ეს რომ გათხოვდეს რა მეშველება ნეტა? მაგრამ ალბათ არ გათხოვდება. არა მე რომ გავთხოვდი, რა მერე?... არ ვიცი, არ ვიცი... მე ვერ გადავწყვეტ მის მაგივრად, მაგრამ იმედია არ გამითხოვდება... -მოგიტანე ორივე და სანამ მოსულან კვალიც უნდა გავაქროთ ხომ იცი... -ვიცი. მიყვარხარ სოფი იცი? -კაი კაცო, მეც მიყვარხარ სულელო... -რომ გათხოვდები მერე რა მეშველება?... -არ ვაპირებ ხომ იცი მამაკაცები ვერ... -ხო ეგ ვიცი. -შენ ჯობია ის ამოშაქრო რის მოყოლას აპირებდი.. -უი დამავიწყდა ხო იცი რა უნდა მოგიყვე?... ბექა ახალაია იცი სად გავიცანი? ერთერთი ლიტერატურული საიტია- www.urakparaki.ge აი მანდ. მოკლედ ეხლა როგორ იყო: საიტზე მიხო მოსულიშვილის რჩევით შევედი მაშინ, როცა საჯარო ბიბლიოთეკის ფორუმი ებლიტფო დაიხურა... ხოდა მანდ ახალი შესული ვიყავი რომ გავიცანი დანარჩენი მგონი იცი რაც არ იცი და მერე გამახსენდება მაგასაც გეტყვი... -მანდედან კიდევ ვინმეს იცნობ პირადად? -3 ადამიანს მხოლოდ: ბექას მეორე ბექას და ირმას... -ეგენი რა ნიკებით არიან? -ანემონე და რეჟისორი... ხოდა იცი რისი მოყოლა მინდოდა?.. ორსულობა რომ გავიგე, რამოდენიმე დღის მერე ირმასთან ავედი, რაღაც საქმე მქონდა... მიდი ეს საფერფლე გაიტანე, არაფერს მიხვდნენ და რომ მოხვალ გავაგრძელებ...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|