ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

წამო

 
წამო ,ვიქორწინოთ ფიქრთა საუფლოში,
ჯვარი დავიწეროთ შეშლილ სიგიჟეზე,
წვიმად ჩავიღვაროთ ჩვენი განცდები და
მტკიცე უარი ვთქვათ ნანატრ სიმშვიდეზე.
ტრამალ ოცნებებში  გავუძლოთ  ერთმანეთს ,
თან    ცა  შევაწუხოთ  ჩვენი მოფერებით,
მოდი ,უკანასკნელ სიხარულს გაჩუქებ
შემოდგომაში ჩუმად დაშვებით ...
წამო! ისევ ავცდეთ  უხეშ დედამიწას,
მუხლზე დავაჩოქოთ გულთა მღელვარება,
უფლება არ მივცეთ ,თავბრუ დაგვახვიოს
მუჭში მომწყვდეულმა გრძნობის ცისარტყელამ .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები