-ბექა დილა მშვიდობისა სახლში ხარ? -კი აქ ვარ -გადიხარ სადმე? -არა სახლში ვარ, რატო? -ამოგივლი დღეს თუ შევძელი. -კარგი გელოდები. -სართული? -მეექვსე.
ნაცნობი სადარბაზოს უფრო ნაცნობი საშიშად ბნელი ლაბირინთი და... -ვააა უკვე მოხვედი? გამეღმიმა ვერაფერი ვთქვი. მომეხვია ისე უბრალოდ, მარტივად და გლწრფელად(თუ იციან მარგალებმა საერთოდ რა არის გულწრფელობა), გული ყელში ამომიჯდა. მეხუტებოდა და მას ვეჭირე ფაქტიურად თორემ წვიქცეოდი.
-შემოდი დაჯექი რა ფეხზე დგახარ? ვერც ვხვდებოდი ვიდექი თუ ვიჯექი... როგორ მომნატრებია, რამდენი ხანია არ მინახავს. თან თითქოს განგებ წელს ზემოთ შიშველია. მოდი და ნუ გაგექცევა მონატრებული მზერა. არა რამ მომანატრა? არადა როგორ ვერ ვიტან... ხომ შეიძლება თან გიყვარდეს და თან გძულდეს? იმდნად გიყვარდეს რომ ადამიანს ყველაფერი აპატიო? არადა როგორ არ უნდა აპატიო ამხელა მოპოეტო ლოთს? ლოთზე გამახსენდა დღესაც პახმელიაზეა... გამიკვირდებოდა თან ძალიან ასე რომ არ ყოფილიყო... არადა ცუდადაა მეგობრის ლექსების შესარჩევად წასულს დაულევია გუშინ, რომ არ დაელია ხომ არ შეიძლებოდა დედაენა დაეკარგებოდა ჩვენს ქვეყანას. ხოდა დედაენის დაკარგვისათვის ვერ გაგვწირა და ისევ თავად იკისრა რამდენიმე ჭიქით გადაერჩინა მთელი ერი...
-კარგად გამოიყურები -გმადლობთ. -მარი აბაზანაში შევდიოდი რომ მოხვედი, 10 წუთში გადავივლებ წყალს და გამოვალ კარგი? -10 წუთი რას გეყოფა უნდა დასველდე და გამოხვიდე? -მეყოფა. -და მე ვიჯდე და გელოდო? -მანამდე დაჯექი მოწიე და მეც მალე გამოვალ -კარგი შედი და მალე გამოდი ოღონდ...
მოვკალატდი სავარძელში ღერი სიგარეტიც მოვწიე აივნიდან შევისწავლე, როგორ მიდის ჯიქიას განაშენიანება... და მომბეზრდა, უცბატ გიჯურმა აზრმა მომიარა და აბაზანის კარის შეღება ვცადე ღია აღმოჩნდა... შესვლას ვაპირებდი მაგრამ არ შემიშვა -დამაცადე გამოვალ რა გჭირს? -არაფერი რა უნდა მჭირდეს? კარგი რა, ისე იქცევი თითქოს ჯერ არ მენახოს შენი შიშველი სხეული... და უცბათ რაღაცის დაწერა მომინდა, რაღაცის არა ლექსის... საერთოდ რაღაცეის დაწერის მცდელობა ადრეც მქონდა მაგრამ იმის ვინმესათვის ჩვენებას როგორ გავბედავდი მითუმეტეს საგმე გამოქვეყნებას. ეხლა კი გამაღიზიანა მისმა მოჩვენებითმა სირცხვილმა. როგორ შეიძლება გრცხვენოდეს და შიშველი ვერ დაენახო შენი შვილის დედას? ეს ხომ აფსურდია მოჩვენებითი თავგამოდება... საბედნიეროდ კალამს და ფურცელს ადვილად მივაკვლიე რაღაც ვითომ ლექსიც დავწერე და მისი კომპის საშუალებით კიდეც გამოვაქვეყნე... ეღირსა გამოსვლა... რომ გითხრათ აპოლონს გავდა ნამიანი სხეულით ჩემი მოპოეტო ბიჭი მეთქი არ უნდა დამიჯეროთ არადა გავდა, მხოლოდ ჩემთვის გავდა... -ყავას დალევ? -კი გამიკეთებ? -წამოდი ყავა გამიკეთა, უფრო სწორად, ყავიანი ტკბილი წყალი, მაგრამ ხომ სცადა? შიოდა მაგრამ ნაბახუსევის გამო ვერ ჭამდა. შემეცოდა საყვარელი იყო, რაღაცნაირი უსუსური. ჩახუტება მომინდა... მომინდა და ჩავეხუტე კიდეც... საყვარელი, ისეთი სითბო მოდიოდა მისგან ლამის გული ამომივარდა... მეფერებოდა მთელი სახე დამიკოცნა... მგონი მარტო მე არ მენატრებოდა... მისი სუნი ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებდა... თითქმის მთელი საათი ვიწექი მის კალთაში მედო თავი ვლაპარაკობდით ყველაფერზე ყველაზე მთავარის გარდა... მეფერებოდა თმებზე დროდადრო მიკოცნიდა ხელებს და სახეს... გავიხსენეთ როგორ დამიწერა პირევი ლექსი და როგორ გავაპროტესტე მისი გამოქვეყნება, გავიხსენეთ მისი მეგობრები რომლებთაც შორიდან ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ... გავიხსენეთ როგორ ვცემეთ ერთმანეთი, როგორ დაფრინავდნენ ჭიქები ამ ჩხუბის დროს... მეცინებოდა ეს ყველაფერი თუ მახსოვდა არ მეგონა...
მერე? მარე რაც მოხდა ჩემი და ჩემი მოპოეტო ბიჭის საიდუმლოდ დავტოვებ. რაც მთავარია ეს ის შეხება იყო, რაც ასე ძალიან მენატრებოდა, რაც ასე მჭირდებოდა და რის გამოც ბედნიერი ვიყავი... რა ცოტა სჭირდება ქალს ბედნიერებისათვის, ალბათ სწორედ ესაა ქალური ბედნიერება როდესაც საყვარელი ადამიანი გყავს გვერდით, სულ ცოტა ხნით მაინც...
-იცი რა მიყვარხარ, ჩემი მოპოეტო ბიჭი ხარ. -ვიცი რომ გიყვარვარ, მეც მიყვარხარ. -აი შენ ნამდვილად არ გიყვარვარ და არ გვინდა აფერისტობა -არაა აფერისტობა, მენატრებოდი -ვიცი, მეც მენატრებოდი და იმიტომ ვარ აქ. ჩემი ლოთი ხარ... გაეცინა როგორ მიყვარდა და მეზიზღებოდა იმ წუთას... ამასობაში მომაკითხეს და უნდა წამოვსულიყავი. არ მიდოდა წამოსვლა არადა იძულებული ვიყავი... -ხო მართლა, ამაზე უნდა დავწერო... -რაზე? -დღევანდელზე, შთაგონების წყარო ხარ... -კარგი ოღონდ დეტალებში არა... -როდისმე დეტალებში დამიწერია? -არა -ხოდა გაჩუმდი. -მაკოცე... ნეტა ვერ მიხვდა, რომ ამას თქმა არ სჭირდებოდა? ისედაც ვაკოცებდი და ვაკოცე კიდეც ხარბად... ვინ იცის კიდევ როდის ვნახავ... ვერ ვიტა ამ ქუჩას მაშინ როდესაც ქვევით ჩავდივარ და რაღაცას ჩემი სულის პატარა ნაწილს ვტოვებ... ასე მერამდენედ დავტოვე ჩემი სულის ნაკუწი და წამოვედი. და მერე, ბოლო ნაკუწს რომ დავტოვებ და წამოვალ რა მოხდება? არ ვიცი, მაგრამ ჩხოროწყუში მასთან ერთად წასვლის შემოთავაზება მივიღე უკვე და შეიძლება ასეც მოვიქცე...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|