 | ავტორი: მე_თამუნა ჟანრი: პროზა 21 ოქტომბერი, 2009 |
ამბავი, რომელიც სულაც არ არის სიყვარულზე
თითქოს ამ სამყაროს გიჟები აკლდეს, საკუთარი თავი ისე მივართვი სიგიჟეს. ლოთებმაც შეიძლება არ მიმიღონ, რამეთუ მათ უკვე ნაპოვნი აქვთ სიმთვრალით ტკბობა, ჩვენ რომ მუღამსაც ვეძახით, მე კი ისევ ძიებაში ვარ და ვეძებ საკუთარი არასრულწლოვანებით გატანჯული. შესაძლოა საერთოდაც დავიკარგო, თუ ყურაღებას არ გამოვიჩენ და იმ გზას კარგად არ დავიმახსოვრებ, რაც უკვე გავიარე. მინდა შეიცვალო, საკუთარ თავში აღმოაჩინო სიკეთე, რომლითაც სამყაროს აღიქვამ და მიპასუხო კითხვაზე არა რისთვის ღირს სიკვდილი, არამედ რატომ უნდა ვიცოცხლო? მე ფერნაცვალი არსებობა არ მჭირდება, შემოდგომასავით გაყვითლებული და მზით ამოხაპული. რატომ ყვითლდება ფოთლები შემოდგომაზე... ალბათ იმიტომ, რომ ბეზრდებათ სიცოცხლე და თავს იხრჩობენ მოქანავე ტოტებზე, მერე უსურვილოდ რომ ჩაცვივდნენ და ამოილაფონ ტალახში. მე არ მაკმაყოფილებს დროთა ცვალებადობის ბოტანიკური ახსნა. მხოლოდ, უძალიანესად მიყვარს კოწახური და მადლობელი ვარ შემოდგომის, მხოლოდ ამ ტოტს ჩამოვატეხავ, თუ შეიძლება... ნოემბერი ჯერ არ დამდგარა, თუმცა უკვე იგრძნობა სუსხი საღამოობით, ამიტომ უნდა გადვეჩვიო როგორმე ღამით ხეტიალს, შეიძლება ფილტვების ანთებაც კი დამემართოს. შეიძლება, მართლა გიჟი ვიყო, მაგრამ ხომ უნდა მოვაჩვენო მაინც თავი ნორმალურად (ალბათ არ ვარ სრულფასოვანი გიჟი).მე არ მეშინია ღამით სიარული, დღეზე უფრო მეტად რამ უნდა შემაშინოს. უბრალოდ, აღარ მინდა ამდენი ფიქრი. მოგონებათა სიცხადე მტანჯავს. თითოეული სიტყვა ტანჯვის ნაყოფად გადმოდის ჩემგან და თითოეული უგაზომილებო უაზრობით ეხუტება ქაღალდს. აღარც კი მახსოვს როდის და როგორ დავიწყე წერა... ღამე იწრება ფანჯრიდან და სადღაც მესამე ქუჩაზე ჩავლილი მანქანის ხმა მოაქვს. ექომ ფიქრებშიც შემოაღწია. მხოლოდ გამთენიისას, ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით დაღლილი ვიწყებ თრობას. ვისკი ყოველთვის ყინულით, უფრო სწრაფად მწვავს ყელს, ვიდრე უიმისოდ და თან ყინული ძალიან გავს ხორცის იმ ნაჭერს, ფორმაც რომ აღარ შერჩა გულის. გული... მახსოვს, ბავშვობაში მეგობრობის დღიურებში ვუხატავდი ერთმანეთს. გარდაიცვალა ჩემი ბავშვობა უსაფლაოდ და უჭირისუფლოდ... ბუხრის კვამლმა დაბურა მინები. მაინც რატომ ავანთე ეს ბუხარი, ჯერ ხომ ზამთარი არ დამდგარა ბუნებაში. სულში _ რახანია. დავბორიალებ, ასეთ დროს საკუთარ სულში და უშნოდ ვედები საკუთარ ჭრილობებს, პირს იხსნიან და ლამისაა დავტკბე შინაგანი ტკივილებით. ნარკოტიკი ვცადე, მაგრამ იმან მხოლოდ გონება დამიბინდა. თრობა მაინც სხვა განსაკუთრებულობაა, სასმელის ყოველი წვეთი განსაკუთრებული სიმწარით ჩაივლის ყელს, ენაც ყოველთვის ერთნაირი ძალით მეწვება. ნახატი,რომელსაც უკვე მერამდენე თვეა ვხატავ, უკვე თითქმის დაემსგავსა მხატვარს. ჭარბობს შავი _ როგორც მარტოობა, წითელი _ როგორც ტკივილი და ლურჯი _ როგორც ამოუცნობი სივრცე. მტანჯავს მისი სილურჯე და ყველაზე მეტად მისი დაფარვა მჭირდება როგორმე. რატომ ავირჩიე წერა და ხატვა? არ ვიცი, მე ხომ არასდროს მქონია საშუალება ჩემი ნაწერები გამომექვეყნებინა, ვინმეს წაეკითხა ის, საღამოები მომეწყო და სტუმრებისთვის თითონ მომეთხრო მათ შესახე3ბ. არც დარბაზებში გამოფენილა ჩემი ნახატები, და არსდროს დამთვალიერებელს არ უნახავს ისინი. მაგრამ ვერ ვპასუხობ კითხვას, რატომ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ვინმემ წაიკითხოს ან ნახოს ისინი, თუ მხოლოდ საკუთარი თვისთვის. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ საკუთრი ტკივილების სხვისთვის უაზრო ნაყოფერბია ისინი. მე თითქოს დროისა და სივრცის განზომილების გარეშე დავრჩი, ისინი უბრალოდ ჩემს გვერდით არსებობენ. მხოლოდ ჩემი ბინის კედლებზე საკუთარი წყობით დაკიდული ნახატები მამაგრებენ რეალობაში. ალბათ, ოდესმე ქუჩაში რომ გამოვალ საღებავებისა და ვისკის საყიდლად და შეგხვდები, ალბათ ვერ მიცნობ, მე ხომ ძალიან შევიცვალე, თმები გავიზარდე, საშინლდ დავსუსტდი და ჩემი ნაქები გემოვნებისგან მხოლოდ ბოლო მოდამდე გაქექილ-დახეული ჯინსის ტარების სურვილიღა შემომრჩა, და მინდა ასეთად დავრჩე...
* * * სახლიდან გასულს, უკან ჩემი მეზობლები დამხვდნენ ბინაში, ჩემი ერთი ნათესავიც, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობდა და რამდენიმე ექიმი თუ ექთანი. ისე გამიკვირდა, დამავიწყდა კიდეც, რატომ არ მეჭირა ჩვეულებრივ ერთი ბოთლი ვისკი და საღებავები და მერე მივხვდი, შენთნ შეხვედრამ დამაბნია და ვეღარც ვიყიდე. ისიც გამიკვირდა, რატომ იდო იატაკზე ჩემი ნახატი, მითუმეტეს ჩემს გვერდით. ლურჯი კი შევსებულიყო, და არც ეს მახსოვდა, როდის და როგორ. მერე დავინახე სისხლი, რომელიც ჩემგან, უფრო სწორად ჩემი სხეულიდან მოწვეთავდა და იმ სილურჯეს ერეოდა.
მათ _ ექიმებმა თუ ექთნებმა, მეზობლებმა და ჩემმა უბნელმა ორი წლის უნახავმა ნათესავმა ერთად დამიდგინეს გარდაცვალება... სიყვარული ასე მალე არ ქრება, ხომ გესმისო, სიყვარული, თუ ნამდვილია, მე თუ მკითხავ, საერთოდ არ ქრება.
p.s. იქნებ ოდესმე სხვანაირადაც შევძლო სიკვდილი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ხოოო მარიონ? მადლობა... :* ხოოო მარიონ? მადლობა... :*
6. გეძებდი და შენ გიპოვე ...... მომწონხარ 555 გეძებდი და შენ გიპოვე ...... მომწონხარ 555
5. წერა და ხატვა თვითგამოხატვაა! +2! წერა და ხატვა თვითგამოხატვაა! +2!
4. არ ქრება არაა .:-* :-* არ ქრება არაა .:-* :-*
3. ნამდვილი რაცაა არ ქრება , მართალია :) შეფასებით ირინკათი შეგაფასებ :) ნამდვილი რაცაა არ ქრება , მართალია :) შეფასებით ირინკათი შეგაფასებ :)
2. ხოო,ალბათ არ ქრება..რავიციიი....;) ხოო,ალბათ არ ქრება..რავიციიი....;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|