ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2009


ტატო ბარათაშვილს

განათებული ქალაქის ხედზე,
ლამაზი,ბნელი შუკა-ქუჩებით,
აღმართზე მიდის კოჭლი ჭაბუკი
გაბრწყინებული შარავანდედით.

არ ეშინია და არც გრძნობს დაღლას,
სულით ობოლიც უკვე არ არი,
გულში ჩაუკრავს პატარა წიგნი,
ქართული ლექსის უიღბლო გმირის.

გაჩერდება და ახედავს მაღლა,
ნუთუ არ მორჩა უგზო აღმართი.
უძველეს მთას და ლამაზ მთაწმინდას
დარაჯად უდგას მამადავითი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები