ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2009


გაზაფხული

დილისჟანმა გაბედა და წამოვიდა
გათენება ასე ნანატრ-ნამიანი,
გაზაფხული რომ აფეთქდა ყვავილებად,
ამის მაცნე ის მერცხალი მე ვიყავი...

თოვლი იდო მთებზე, მაგრამ გაზაფხული,-
თრთოდა ხეთა იაგუნდში ფერადებად,
დავუარე და შევახე ფრთები კიდეც
აპრილის თვის ულამაზეს ქალწულებს და

გამაკვირვა ბეღურების სიხარულმა,-
ყვავილების დანახვაზე რომ გამოთქვეს,
არ მესმოდა სამწუხაროდ მათი ენა,
თუმცა, თავად, მერცხალი ვარ მაკრატელა...

ნუშის ყვავილს გაშმაგებით წავეტანე,
და სურნელმა დამიბინდა უმალ გონი
გადმოვვარდი, თავი ვეღარ შევიკავე,
დილით ადრე მკვდარი ჩიტი ბაღში ნახეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები