ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: paranoid
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2009


A'lone

  დაღრეცილი გზებით მიყვები მანძილებს ტიბეტის ტყეებისკენ,
  გინდა მიუსაფარ ქვაბულებში დაიდო ბინა და იშიმშილო.
  გსურს აღარასდროს გეხვეოდნენ ირგვლივ პიროვნებებად თვითაღიარებული არსებები,
  ეს თემებიც იმდენად მოძველდა და ამოიწურა, რომ საუბარიც გეზარება მათზე.
  გინდა, უბრალოდ, დუმდე და უსმენდე,
  როგორ წვიმს სადღაც შორს- დედამიწის კიდისკენ,
  ხედავდე, როგორ ედება ახალი თოვლი გადამწვარ ბალახებს.
  გრძნობდე, შორს, აფრიკისკენ, როგორ ხრაკავს მზე პალმების ფოთლებს...
  შენი სეზონები ერთმანეთშია აზელილი და სულიც ტოვებს სხეულს.
  გამოგონილ გალაქტიკებში უფრო მარტივია არსებობა.
  დაიჯერებ, რომ მედიტაცია სულიერების ხსნის ერთადერთი გზაა?
  შენ განუწყვეტლად იქნები მარტო, ისაუბრებ და იაზროვნებ ბევრს,
  მხოლოდ საკუთარ თავთან!
  მანამ სანამ არ იგრძნობ, რომ დამთავრდი!
  და როცა იმაშიც გამოუტყდები შენივე მეს,
  როგორი ცარიელი ყოფილხარ თავიდანვე,-
  შენ შეიშლები ...
  და ვიდრე დედამიწის კიდეზე დაგიცდება ფეხი,
  ტიბეტის მთებიდან დაუყვირებ კაცობრიობას,-
  "მე არასოდეს დავბრუნდები უკან!"

  დასანანია, მხოლოდ ის, რომ არც ვინმეს დააკლდები არდაბრუნებით...
 
 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები