ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 იანვარი, 2010


ექსპრომტი მეუღლეს

სახლში ბინდბუნდი და გარეთ ბურუსია
ცა კი ნალა-ნელა იწველება
ისე შეგეჩვიე აღარ მემეტები
გული სიხარულით მეწურება
სული შემომხვიე თორემ ვიყინები
ხელის გულებიც კი გამეთოშა
ვერც კი ვიფიქრებდი ისე შემიყვარდი
თითქოს პირველია ჩემთვის ამბოხება.
გული ამიჯანყდა ვეღარ ვიმორჩილებ
ჩვენში გამცემლობა ისევ მოდაშია
ჰოდა ციხე ისევ შიგნით გატყდა
მე კი მომაკითხეს თოლიებმა
შენ უჩემობა და უსიყვარულობა
აღარ გემუქრება უკვე წარსულია
ცხელი მონატრება სუნთქვას გაიხშირებს
მერე ჩემს საწოლთან ისევ ურცხვად მოხვალ
გულში ჩაგეკვრები აღარ გაგექცევი
წამებს გადავაქცევ ისევ მოფერებად
ჩემი თოთო სუნთქვა გიხურს შიშველ მკერდზე
ჯერ მე მოგეხვევი "ბაი"-ც მალე მოვა.
შენი ფერის თვალით, შენი კულულებით
ჩემი გამოხედვით- ალამცერად,
ეს კი ჩვენ ვიცოდეთ აღარ გავამხილოთ
თუ რა ძნელი იყო უერთმანეთობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები